"1 დღე ჯანმრთელობისთვის" – "ევექსის" ინოვაციური პროექტი
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერი "ევექსი" კომპანიებს მოუწოდებს, კანონით გათვალისწინებული 24-დღიანი შვებულების გარდა, თანამშრომლებს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის დამატებით ერთი, 25-ე დღე გამოუყონ. პროექტის მიზანია, თანამშრომლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა პრიორიტეტად აქციოს.
"ჩვენი მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრება. "1 დღე ჯანმრთელობისთვის" კომანი᳥ბისთვის არის პრაქტიკული გზა, თანამშრომლებს ვაჩვენოთ, რომ მათი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - გოგა გორდაძე, "ევექსის" დირექტორი.
გოგა აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც სამუშაო გრაფიკი მუდმივად დატვირთულია, საკუთარი ჯანმრთელობისთვის დროის გამოყოფა ხშირად სირთულეებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, "ევექსი" კომპანიებს სთავაზობს ინოვაციურ პრdzქტს, რომელიც თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვას უფრო პრიორიტეტულს გახდის.
განსაკუთრ᳥ბული სარგებელი თანამშრომლებისთვის
პროექტში ჩართული ორგანიზაციების თანამშრომლებს წელიწადში ერთხელ შესაძლებლობა ექნებათ:
- კვალიფიციური ექიმების კონსულტაციები მიიღონ.
- კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარონ.
- ჯანმრთელობის მართვისა და გაუმჯობესების შესახებ პროფესიონალური რჩევები მიიღონ.
- "ევექსის" ყველა სამედიცინო მომსახურებაზე 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
მომსახურებები, რომლებზეც 40%-იანი ფასდაკლება ვრცელდება:
- ლაბორატორიული კვლევები.
- ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციები, მათ შორის ოჯახის ექიმთან.
- ინსტრუმენტული კვლევები, როგორიცაა ექოსკოპია, რენტგენი და სხვა.
- მაღალტექნოლოგიური კვლევები, CT, დენსიტომეტრია.
სარგებელი კომანი᳥ბისთვის
კომპანიები, რომლებიც ამ ინიციატივას შეუერთდებიან, რამდენიმე მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ:
✓ უფრო ჯანმრთელ და ეფექტურ ტალანტებს უზრუნველყოფენ.
✓ ავადობით გამოწვეულ გაცდენებს შეამცირებენ.
✓ ზრუნვაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს შექმნიან.
როგორ შ᳥ვუერთდეთ პრdzქტს
პროექტში ჩასართავად კომპანიები უკავშირდებიან "ევექსს" ელფოსტაზე 1day4health@evex.ge.
"ევექსი" კომპანიებთან აფორმებს მემორანდუმს და ეხმარება ყველა საჭირო დეტალის მოგვარებასა და პროექტის წარმატებით დანერგვაში.