30 ივნისს აქსელის რიგით მესამე მასშტაბური ღონისძიება – Investment Ecosystem Meeting VOL.3 გაიმართება
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
კონფერენცია 3 დღის მანძილზე გაგრძელდება. 28 და 29 ივნისს ჩატარდება დახურული შეხვედრები სტარტაპებსა და ინვესტორებს შორის. 30 ივნისს კი ღონისძიება საინვესტიციო შეხვედრით დაიხურება, ცისკარი გარდენში, სადაც სფეროთი დაინტერესებული 700-მდე სტუმარი ერთ სივრცეში მოიყრის თავს.
ქართველ სტარტაპერებს, საღამოს განმავლობაში, შეეძლებათ ანგელოზი ინვესტორების წინაშე თავიანთი სტარტაპების წარდგენა, უცხოელ ინვესტორებთან ნეთვორქინგი და პოტენციურ ინვესტიციებზე საუბარი.
ღონისძიების თარიღი: 30 ივნისი
ლოკაცია: ცისკარი გარდენი, თბილისი
შეხვედრის მხარდამჭერები ამჯერადაც იქნებიან EBAN (ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელი) და GBAN (გლობალური ბიზნეს ანგელოზთა ქსელი). დღის წესრიგი კი მოიცავს:
- დელეგატების გამოსვლებს
- სტარტაპების ფიჩებს
- პანელურ დისკუსიებს
- Q&A და ნეთვორქინგის სესიებს
- დელეგატები და სპიკერები გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას მოწვეულ სტუმრებს ევროკავშირიდან, აშშ-დან, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან.
შეიძინე ბილეთი:
კონფერენციის დახურულ შეხვედრებზე დასწრება შეეძლებათ აქსელის წევრ ინვესტორებს. განაცხადის შევსებას კი შეძლებთ ბმულზე
თუ ტექნოლოგიური სტარტაპი ან იდეა გაქვთ, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ხართ – შეავსეთ აპლიკაცია წარადგინეთ ის აქსელის წევრი ანგელოზი ინვესტორების წინაშე და მოიპოვეთ დაფინანსება 1 თვეზე ნაკლებ დროში!