AgileSchool x BTU კოლაბორაციის ფარგლებში AT4B – Agile Transformation for Businesses პროექტი დაიწყო

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და AgileSchool-ს შორის თანამშრომლობით, 29 და 30 აპრილს ტარდება ორდღიანი ვორქშოპი "AT4B – Agile Transformation for Businesses", რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესებში მოქნილობის ზრდასა და Agile ტრანსფორმაციის მნიშვნელობის გააზრებას.

ვორქშოპი გაიმართება BTU-ს კამპუსში, 15:00–18:00 საათის განმავლობაში, და მას გაუძღვება AgileSchool-ის დამფუძნებელი, ალექსი გიჯაშვილი — რომელიც წლების განმავლობაში ეხმარება ორგანიზაციებს თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდების დანერგვასა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ:

  • გაიგონ, რა არის Agile ტრანსფორმაცია და რატომ წარმოადგენს ის თანამედროვე ბიზნესებისთვის სტრატეგიულ საჭიროებას
  • ისწავლონ, როგორ უნდა დაიგეგმოს ტრანსფორმაცია, როგორ იქმნება სტრატეგია და როგორ ხდება პროცესების გაციფრულება
  • გაეცნონ Agile ორგანიზაციული სტრუქტურების ტიპებს და სტრატეგიული დაგეგმარების მიდგომებს (QBR, OKR)
  • მიიღონ პრაქტიკული რჩევები და მაგალითები ტრანსფორმაციის სხვადასხვა ეტაპიდან

ვორქშოპის მთავარი ღერძია პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება — იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, რომელთაც რეალურ ორგანიზაციებში აწყდებიან მენეჯერები და გუნდები Agile ტრანსფორმაციის გზაზე.

ღონისძიების დეტალები:
ლოკაცია: BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
თარიღი: 29–30 აპრილი
ჸო: 15:00 – 18:00

რეგისტრაცია ღიაა ბმულზე:

Agenda:

პირველი დღე:

  • Agile ტრანსფორმაციის არსი და საჭიროება
  • ტრანსფორმაციის პროცესის ეტაპები
  • ორგანიზაციული სკანირება და მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი
  • სტრატეგიის ფორმირება და Roadmap-ის შექმნა
  • ცვლილებების კომუნიკაცია Kotter-ის მოდელის საფუძველზე

მეორე დღე:

  • Agile სტრუქტურების ტიპები
  • სტრატეგიული დაგეგმარება QBR და OKR მიდგომებით
  • პროექტებისა და შიდა პროცესების ტრანსფორმაცია
  • დავალებების გაციფრულება და Workflow-ის ოპტიმიზაცია