"არქიმ" და NEXT-მა ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პრdzქტი — Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

"არქიმ", საქართველოში #1 დეველოპერმა, და NEXT-მა, პირველმა საერთაშორისო დეველოპერმა საქართველოდან, ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო — Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს.

პრdzქტის ოფიციალური წარდგენის ცერემონია ქობულეთში, ყოფილი ინტურისტის ტერიტორიაზე გაიმართა და მაღალი რანგის სახელმწიფო პირები, საერთაშორისო პარტნიორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრdzქტი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ტურიზმის, სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებისთვის და კიდევ უფრო აძლიერებს ქობულეთის პოზიციონირებას, როგორც პრემიუმ საკურორტო მიმართულებას შავი ზღვის სანაპიროზე.

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს "არქი" და NEXT-ი მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Swissôtel-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კომპლექსი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და , შიდა და გარე საცურაო აუზებს, საკონფერენციო სივრცეს, ლობის, ლაუნჯს, 6 სხვადასხვა ბრენდის რესტორანს, კაზინოს, 3000 კვ.მ სპა და ფიტნეს სივრცეს, გამაჯანსაღებელ ცენტრსა და საბავშვო გასართობ სივრცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, არონ ლიბინსონი - Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და CIS-ის რეგიონში, ასევე იან დაიკემა - Chapman Taylor-ის მადრიდის სტუდიის დირექტორი.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, სტუმრებმა პრdzქტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.