B2B Startup Expo — ახალი შესაძლებლობა ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის Touch Summit-ზე
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
Touch Summit 2025, კავკასიის რეგიონის გამორჩეული ტექნოლოგიური ღონისძიება, წელს 5–6 დეკემბერს თბილისში ჩატარდება და ორ დღეს დაუთმობს ინოვაციებზე, სტარტაპებზე და ტექნოლოგიის მომავალზე საუბარს. სამიტის მთავარი სცენები რუსთაველის თეატრში და შემდეგ D Block-ში გააერთიანებს 1000-ზე მეტ დელეგატს, 60+ საერთაშორისო სპიკერს და რეგიონალური სტარტაპ ეკოსისტემის ლიდერებს.
სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა B2B Startup Expo, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება და ფოკუსირებული იქნება იმ სტარტაპებზე, რომლებიც ქმნიან პროდუქტებს ბიზნესების ზრდის, ოპტიმიზაციისა და ტრანსფორმაციისთვის.
რატომ უნდა მონაწილეობდეთ B2B Startup Expo-ში?
Expo-ში მონაწილე სტარტაპი მიიღებს შესაძლებლობას საკუთარ პროდუქტი გააცნოს ინვესტორებს, დამფუძნებლებსა და კორპორაციულ ლიდერებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებიდან.
ეს არის ადგილი, სადაც ინოვატორული იდეები რეალურ ბიზნეს-კონტაქტებად გადაიქცევა.
რას მოიცავს B2B Expo-ში მონაწილეობა სტარტაპისთვის ?
- 1 ექსპო სტენს
- 1 Full Pass-ს დამფუძნებლისთვის
- Startup Pitch-ში მონაწილეობის შესაძლებლობას
ვინ შეიძლება მონაწილეობდეს?
პროექტში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ B2B ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა, რომელთაც აქვთ:
• მზა პროდუქტი ან MVP
• პროდუქტი ან სერვისი, რომელიც რეალურ ბიზნეს პრობლემას წყვეტს
• ინოვაციური მიდგომა და მასშტაბირების პოტენციალი
? რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი
რატომ Touch Summit?
Touch Summit 2025 კიდევ ერთხელ აერთიანებს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს, მათ შორის როგორიცაა: Meta-ს, Google-ის, NVIDIA-ს და სხვა — ქმნის სივრცეს, სადაც რეგიონალური სტარტაპები მსოფლიო ხედვებს უერთდებიან. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები შეძლებენ დაესწრონ keynote-ებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებს, Pitch Competition-ს, ნეთვორქინგ სესიებს, რომლებიც სტარტაპებს, ინვესტორებსა და ბიზნეს ეკოსისტემას აერთიანებს.
არ გამოტოვოთ შანსი თქვენი სტარტაპი წარადგინოთ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ტექნ ღონისძიებაზე.
განაცხადი:
ადგილ᳥ბი შ᳥ზᴢუდულია.