ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
"არქიმ" პატარა არქელებისთვის ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
#1 დეველოპერი ბავშვებისთვის ტრადიციულად ყოველ წელს განსაკუთრებულ დღეს აწყობს და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა.
ამჯერად "არქიმ" ბავშვები გრანდ ავენიუს ტერიტორიაზე მოიწვია, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა დახვდათ: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, ბატუტი, სახეზე მოხატვა, სახალისო თამაშები, ბუშტების მასტერკლასი და გემრიელი სასუსნავები.
ღონისძიებას უამრავი პატარა არქელი ესტუმრა მშობლებთან ერთად. ორი საათის განმავლობაში ბავშვებმა დრო სახალისოდ, აქტიურად და შემეცნებითად გაატარეს.
#1 დეველოპერული კომპანია "არქი" ბაზრის უპირობო ლიდერია, რომელსაც უკვე 55 დასრულებული პროექტი აქვს და 70 000-მდე არქელს აერთიანებს. კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს საუკეთესო პირობებსა და მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის გამორჩეულ . ამავდროულად, არქი მუდმივად ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათთვის წლის განმავლობაში რეგულარულად აწყობს საინტერესო ღონისძიებებს.