"ბიზნეს მარათონი" საბაუნიში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს მარათონი დაიწყო!

By 鶹-ის გუნდი

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

საბაუნი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს მარათონი დაიწყო, რომლის მიზანია ინოვაციური ბიზნეს იდე᳥ბის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტების აღმოჩენა.

-

-

სასკოლო სამ᳥წარმეო იდე᳥ბის კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის უფროსკლასელს (მე-10, მე-11 და მე-12) ან უფროსკლასელებისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო სტუდენტური კონკურსის შემთხვევაში, აპლიკაცია ღიაა მხოლოდ საბაუნის სტუდენტებისათვის. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარდგენა უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მოთხოვნების მიხედვით.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აწესებს 1300 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს სასკოლო (I ადგილი 800 ლარი; II ადგილი 500 ლარი), 1500 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს (I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი 500 ლარი) სტუდენტური იდე᳥ბის დასაფინასნებლად.

"ჩვენი მიზანია სამ᳥წარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში დავეხმაროთ ახალგაზრდებს. სწორედ ამიტომ, პროექტი, რომელიც უკვე მესამედ ტარდება "საბაუნის" ორგანიზებით, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების საშუალებაა. მათ აქვთ შესაძლებლობა დაფიქრდნენ, გამოიჩინონ ინიციატივა და მარტივად შეძლონ საკუთარი იდეის რეალობად ქცევა"- თამთა მიქაბერიძე, "საბაუნის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.

მნიშვნელოვანი თარიღები:
• ბიზნეს პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 მაისი;
• ჩატარების თარიღი: 26 მაისი.

კონკურსის შედეგად შერჩეული საუკეთესო სამ᳥წარმეო იდე᳥ბის პრეზენტაცია და მათგან გამარჯვებულების გამოვლენა გაიმართება 26 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.
鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი