დე, კიდევ რამდენი ბომბი აქვთ? დე, შენ უსმენ არესტოვიჩს?

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

entrepreneur.ge

უკრაინელმა რეჟისორმა, ოლეგ კავუნმა გამოაქვეყნა ციტატები, თუ როგორ ესაუბრებიან ბომბის თავშესაფარში მსხდომი პატარა უკრაინელი ბავშვები დედებს. სახელდახელოდ ვთარგმნე:

- დე, შენ უსმენ არესტოვიჩს?

- ხანდახან

- ყოველთვის უსმინე რა - უცებ რომ თქვას, სახლში დაბრუნება შესაძლებელიაო, არ გამოგვეპაროს.

- დე, სადაა ის ბავშვი, მარტომ რომ გადალახა საზღვარი? ჩვენ წავიყვანოთ რა, ძალიან ეშინია მარტოს.

- დე, კიდევ რამდენი ბომბი აქვთ?

- დე, თუ ჩვენს სახლს დაბომბავენ, შევძლებთ იქედან ჩემი ლეგოს ამოღებას?

- დე, თუ ღმერთი არ კლავს პუტინს, გამოდის რომ ღმერთი უკრაინელებზე რაღაცის გამო გაბრაზდა?

- დე, კარგია, რომ ომი დილით ადრე დაიწყო, სხვა შემთხვევაში ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ უკვე წასული.

- დე, აღარ მაინტერესებს უკვე ბომბები - მოდი, კიივში დავბრუნდეთ.

- დე, რუსი ბავშვები უყურებენ ამ ომს? არ ვეცოდებით?

- დე, შენ ყოველთვის ამბობდი, რომ ბავშვების ოცნებები აუცილებლად უნდა ახდესო. ჩემი უკვე აღარ ახდება. ეს ნიშნავს, რომ უკვე გავიზარდე?

- დე, თუ ომი დიდხანს გაგრძელედება, მამა ხომ არ დაგვივიწყებს?