დიდებული სტარტი | ევროპის მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - საქართვ᳥ლოს ბანკი საქართვ᳥ლოს ერǃნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სǃსორია

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

საქართვ᳥ლოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო. ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ, ქართვ᳥ლმა კალათბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

როგორც იცით, ევრობასკეტზ᳥ საქართვ᳥ლო მეექვსედ ასპარეზობს. ისტორიამ აჩვენა, რომ ჯგუფურ ეტაპზ᳥ გასამართ პირველ მატჩს ძალიან კარგად ვთამაშობთ: 2011-დან დღემდე, 6 მატჩში, მე-4 გამარჯვება მოვიპოვეთ. ესპანეთი უმაღლესი საკალათბურთო ეშელონის წარმომადგენელია და სერჯიო სკარიოლოს გუნდთან ფავორიტად ნამდვილად არ ვიყავით შერაცხულნი, თუმცა როგორც გაირკვა, სულ ტყუილად.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა, ასეთი ხუთეული გამოიყვანა: კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და თორნიკე შენგელია (C). აღსანიშნავი ფაქტია, რომ სხვადასხვა მიზ᳥ზიდან გამომდინარე, ამ ხუთეულს, ზაფხულში გამართულ არცერთ ამხანაგურ მატჩში არ უთამაშია ერთად.

დასაწყისიდანვე, საქართვ᳥ლოს ნაკრებმა სადავეები ხელთ იპყრო და წინ 10 ქულითაც გაიჭრა, თუმცა ესპანელებმა მობილიზ᳥ბა მალე მოახერხეს და პირველი მეოთხედი მცირე სხვაობით დავასრულეთ (20:17).

მეორე მეოთხედის დასაწყისში, სულ რაღაც წუთნახევარში, მეტოქეს 3 ჯარიმა გამოვტყუეთ, რამაც მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგვცა. ამის მიუხედავად, თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტიც, მეორე მეოთხედის მიწურულს, ესპანეთი 1 ქულით დაწინაურდა, თუმცა ამას 5-ბურთიანი გაქცევით ვუპასუხეთ. გამოსაყოფია თორნიკე შენგელიას შესანიშნავი 3-ქულიანი კუთხიდან, რომელიც მისთვის პირველი ქულა იყო თამაშიდან.

მატჩის საწყისი ნახევარი ანგარიშით 37:35 დასრულდა. ამ დროისთვის, ქულები მხოლოდ სასტარტო ხუთეულის წევრების ანგარიშზ᳥ იყო - ანდრონიკაშვილის, ბურჯანაძის, ჯინჭარაძის, ოჩხიკიძისა და შერმადინის გვარების გასწვრივ 0 ქულა ეწერა.

მეორე ტაიმი იმავე შემადგენლობით დავიწყეთ და მეტოქეს 5:0 გაქცევა მოვუწყვეთ. ვიხილეთ ბოლდუინის საოცარი, შორეული 3-ქულიანი, რომელსაც მისივე ასისტით, კაპიტანმა 2 ქულა დაუმატა და გულშემატკივარს იმედი კიდევ უფრო მეტად გაუმყარდა. ესპანელებმა შეცდომებს უმატეს, რითაც ვისარგებლეთ და სხვაობა გავზარდეთ - მესამე მეოთხედი 8 ქულით, ანგარიშით 57:49 მოვიგეთ და ევროპის მოქმედ ჩემპიონს სულ რაღაც 14 ქულა ჩავაგდებინეთ.

მეოთხე, დასკვნით მეოთხედში ემოციებმა პიკს მიაღწია. ძალიან რთული გამოდგა სასტარტო წუთები, როდესაც ესპანელებმა ბლიცკრიგი მოგვიწყვეს და ანგარიში 5 ქულამდე შეამცირეს, რასაც ჯიკიჩმა დროული ტაიმაუტით უპასუხა - მისმა ჩარევამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, მოულოდნელად, გოგა ბითაძემ მე-4 პერსონალური ჯარიმა მიიღო. დავიძაბეთ, ვინერვიულეთ, მაგრამ რა ვიცოდით, რომ გოგასთვის მატჩი ახლა იწყებოდა.

ბითაძემ ჯერ სანაძესთან ერთად გაითამაშა სწრაფი კომბინაცია და კუთხიდან უზომოდ დიდი მნიშვნელობის 3-ქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი ბოლდუინის დაკიდებულ მშვენიერი ალეუპს გამოეხმაურა და 5 ქულა უმოკლეს დროში მიითვალა. შედეგად, 12 ქულით წინ გავედით (72:60) და მატჩის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა. კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა მოედანზ᳥ შექმნილი აურა ყველაფრის მთქმელი იყო: ესპანელები ჩქარობდნენ, ტემპს თავს ვერ გვახვევდნენ, უშვებდნენ ძალიან ბევრ შეცდომას და ინიციატივის საკუთარ თავზ᳥ აღებას ვერავინ ახერხებდა.

საბოლოოდ, საოცარ მატჩში გავიმარჯვეთ. ჩვენმა საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით (82:69) დაამარცხა და ყველა სკეპტიკოსის ეჭვი გაფანტა. ფანტასტიკური იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც 19 ქულით, 7 მოხსნითა და 6 ასისტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დასკვნით მეოთხედში გოგა ბითაძის შესანიშნავი პერფორმანსი, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგზ᳥ დიდი მნიშვნელობა იქონია.

30 აგვისტǃ, 16:00-ზ᳥, იტალიის ნაკრებთან მატჩი გველǃება. იტალია დღემდე არასოდეს დაგვიმარცხებია, თუმცა არც ესპანეთთან ვიყავით ფავორიტი. ხომ გავიმარჯვეთ?

როგორც FIBA-ს ოფიციალური გვერდი წერს, ჯერ მხოლოდ 1 მატჩი გაიმართა, თუმცა საქართვ᳥ლომ უკვე მერვედფინალის კარზ᳥ დააკაკუნა.

არ გაჩერდე, საქართვ᳥ლო.

ერთად ვუგულშემატკივრǃ ქართვ᳥ლ სǃტსმ᳥ნ᳥ბს. საქართვ᳥ლოს ბანკი საქართვ᳥ლოს ერǃნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სǃსორია.