დინამო თბილისის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ლეგენდების მატჩი გაიმართება

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

Sports Orient-ის ორგანიზებითა და კომპანია კროკობეთის მხარდაჭერით, ლეგენდების მატჩი დინამო თბილისსა და ამსტერდამის აიაქსს შორის ჩატარდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების რეალიზება 15 სექტემბრიდან დაიწყო და მათი შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი. ბილეთები ხელმისაწვდომია შემდეგ საფასო კატეგორიებში - 10, 15, 20, 25 და 30 ლარი.

თამაშის დღეს, სტადიონის მიმდებარედ და უშუალოდ მოედანზე არაერთი გასართობი აქტივობა იგეგმება. თბილისის დინამოს ინიციატივით, ლეგენდების მატჩის ბილეთების მფლობელებს, საფეხბურთო ზეიმში მონაწილეობასთან ერთად შანსი ეძლევათ მოიგონ უახლესი Mini Cooper-ი.

მოგახსენებთ, რომ ლეგენდების მატჩში ორივე გუნდის მხრიდან არაერთი წარსულში ცნობილი და ვარსკვლავური მოთამაშე იქნება წარმოდგენილი.

მათ შორის იქნებიან: რაფაელ ვან დერ ვაარტი, მაარტენ სტეკელენბურგი, რონალდ დე ბური, რაიან ბაბელი, გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი მერებაშვილი და ა.შ

დინამო თბილისისა და ამსტერდამის აიაქსის ლეგენდების მატჩის მედია პარტნიორია