Sponsored Content

ელექტრǃული არჩ᳥ვნები საქართველოში რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩ᳥ვნების შესახებ?

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველო მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება – ცესკოს მონაცემებით, ამǃრჩეველთა 90%-ზე მეტი, ანუ, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმას ელექტრონულად მისცემს. ქვეყნის მასშტაბით არსებული 3031 უბნიდან 2263 უბანზე ამომრჩეველი ხმას ელექტრǃული ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულიად განახლებული წესითა და პროცედურებით მისცემს. ამ ეტაპზე ელექტრǃული არჩ᳥ვნები არ ჩატარდება: ძნელად მისადგომ ადგილზე შექმნილ საარჩევნო უბანზე, სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანზე, და, ასევე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრǃული ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება არჩ᳥ვნების მართვის სამი ძირითად კომპონენტში: საარჩევნო უბანზე ამǃრჩეველთა რ᳥გისტრაცია მოხდება ამǃრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით; ხმის მიცემის პროცესში გამოყენებული იქნება ოპტიკური სკანირების ტექნოლოგია; კენჭისყრის შედეგების გადაცემა საარჩევნო უბნიდან ცესკოში მოხდება შედეგების მართვის სპეციალური პროგრამის საშუალებით.

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ელექტრǃული არჩ᳥ვნების თავისებურებებს, იმ ტექნოლოგიურ და პროცედურულ სიახლეებს, რასაც საქართველოს მოქალაქეები პირველად შეხვდებიან საარჩევნო პროცესში. ასევე, შევეცდებით, პასუხი გავცეთ უსაფრთხოებასთან და ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ ძირითად შეკითხვებს.

ელექტრǃული არჩ᳥ვნები

ელექტრǃული არჩ᳥ვნები გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, იქნება ეს ამǃრჩეველთა ვერიფიკაცია, ხმის მიც᳥მა, ხმის დათვლა, თუ შედეგების გადაცემა, შეჯამება და გამოქვეყნება. არჩევნებში ციფრული ტექნოლოგიები სრულად, ან ნაწილობრივ გამოიყენება მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში.

ამǃრჩეველთა ვერიფიკაციის სფეროში, ძირითადად, ორი სახის ტექნოლოგიური გადაწყვეტა გვხვდება: ამომრჩევლის ვერიფიკაცია მისი ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე (თითის ანაბეჭდი, სახის ან თვალის ბიომეტრია), და ამომრჩევლის ვერიფიკაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი, პირადობის მოწმობა) საფუძველზე.

ხმის მიცემის მიმართულებით რამდენიმე სახის ტექნოლოგიური გადაწყვეტა არსებობს. კერძოდ: პირდაპირი ჩაწერის ტექნოლოგია - ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს უშუალოდ ხმის მიცემის აპარატზე, სენსორული ეკრანზე ან ღილაკზე თითის დაჭერით; ოპტიკური სკანირების ტექნოლოგია - ამომრჩეველი ხმას აძლევს ქაღალდის ბიულეტენზე, რომელსაც შემდეგ ათავსებს ბიულეტენის წამკითხველ აპარატში; ინტერნეტით ხმის მიცემის ტექნოლოგია - ამ შემთხვევაში ამომრჩეველი ხმას აძლევს დისტანციურად, საარჩევნო უბანზე მიუსვლელად, დაცული საარჩევნო პორტალის მეშვეობით. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით, თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად ირჩევს, თუ რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებს. დღევანდელ მსოფლიოში ელექტრǃული არჩ᳥ვნების ყველაზე გავრცელებულ ფორმებად კვლავ რჩება ოპტიკური სკანირებისა და პირდაპირი ჩაწერის ტექნოლოგიები.

ამǃრჩეველთა რ᳥გისტრაცია

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლისთვის პირველი სიახლე იქნება ის ფაქტი, რომ უბანზე აღარ იქნება ქაღალდზე დაბეჭდილი საარჩევნო სია, ე.წ. "სამაგიდო სია", სადაც ის ხელმოწერას აფიქსირებდა ბიულეტენის მისაღებად. ამის ნაცვლად ამომრჩეველი რ᳥გისტრაციას გაივლის ამǃრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით. საარჩევნო უბანზე განთავსებული იქნება რამდენიმე ვერიფიკაციის აპარატი და ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება რ᳥გისტრაცია გაიაროს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან. შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება საკუთარი გვარის ინიციალების მიხედვით რიგში დგომა.

რეგისტრაციის გასავლელად ამომრჩეველმა რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს ID ბარათი, რომელსაც რეგისტრატორი გაატარებს ვერიფიკაციის აპარატის ციფრული ბარათის წამკითხველ ზოლში. აპარატი მოძებნის ამომრჩეველს და ეკრანზე გამოიტანს მის პირად მონაცემებს, მათ შორის, ამომრჩევლის ფოტოს. თუ ამომრჩეველი ხმის მისაცემად პასპორტით, ან დაზიანებული ID ბარათით გამოცხადდება, რეგისტრატორი ხელით შეიყვანს ამომრჩევლის პირად ნომერს და ასე მოხდება მისი ვერიფიკაცია.

მონაცემების გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ, აპარატიდან ამოიბეჭდება ამომრჩევლის პირადი მონაცემების შემცველი სარეგისტრაციო ქვითარი, რომელსაც ამომრჩეველი ხელს აწერს და ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას. ამის შემდეგ იგი გაივლის მარკირების ტრადიციულ პროცედურას და გადაეცემა ახალი ტიპის სპეციალური ბიულეტენი.

ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩევლის რ᳥გისტრაციას არ განახორციელებს, თუ ამომრჩეველი რეგისტრირებულია სხვა საარჩევნო უბანზე, ან ერთხელ უკვე მიცემული აქვს ხმა. თუ ამომრჩეველი გამეორებით შეეცდება ხმის მიც᳥მას, ვერიფიკაციის აპარატი შეწყვეტს ასეთი ამომრჩევლის რ᳥გისტრაციას და გამოსცემს განგაშის სიგნალს.

მონაცემთა გაცვლისა და სინქრონიზაციის მიზნით, საარჩევნო უბანზე არსებული აპარატები ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა ქსელის კაბელით. შესაბამისად, თუ ამომრჩეველი რ᳥გისტრაციას გაივლის ერთ-ერთ აპარატზე, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ აისახება სხვა აპარატშიც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამǃრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები ჩართული არ არის ინტერნეტში და მათ მონაცემებში გარედან შეღწევა და მანიპულაცია შეუძლებელია.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდება არჩევნებში მონაწილე ამǃრჩეველთა რაოდენობა.

ხმის მიც᳥მა

როგორც აღვნიშნეთ, რეგისტრაციის შემდეგ ამომრჩეველს გადაეცემა სპეციალური ბიულეტენი. ბიულეტენი დაბეჭდილია დაახლოებით A4 ფორმატის სქელ ქაღალდზე და დაცულია სპეციალური შტრიხკოდითა და QR კოდით. ბიულეტენის QR კოდში არის შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და უბნის შესახებ ინფორმაცია, რაც კონკრეტული უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენის სხვა უბანზე გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს. ბიულეტენს ინდივიდუალური სერიული ნომერი არ აქვს და მისი დაკავშირება რომელიმე ამǃრჩეველთან შეუძლებელია.

ბიულეტენის გადაცემისას რეგისტრატორი ამომრჩეველს მკაფიოდ აუხსნის ხმის მიცემის წესს. იმისთვის, რომ ამომრჩეველმა უკეთ დაიმახსოვროს ხმის მიცემის წესი, რეგისტრატორი მას ბიულეტენზე დატანილ საცდელ (სავარჯიშო) წრეს გააფერადებინებს. ხმის ფარულობის დასაცავად, ბიულეტენთან ერთად ამომრჩეველს გადაეცემა სპეციალური ჩარჩო კონვერტი.

ხმის მისაცემად ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გააფერადოს. თუ აქამდე ამომრჩეველი ხმას აძლევდა ბიულეტენში საარჩევნო ნომერის შემოხაზვით, ამჯერად ხმის მისაცემად აუცილებელია საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების და ნომრის წინ არსებული წრის გაფერადება, რათა აპარატმა შეძლოს მისი წაკითხვა. აპარატი კითხულობს მხოლოდ წრის შიგნით გაკეთებულ აღნიშვნას. წრის გარეთ გაკეთებული ნებისმიერი აღნიშვნა, მონიშვნა, შემოხაზვა არ აღიქმება აპარატის მიერ. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის ნომრის, დასახელების ან წრის შემოხაზვა ხმის მიც᳥მად არ ჩაითვლება. ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ გაფერადებულია ერთზე მეტი წრე. იმისათვის, რომ ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი ზუსტად აღიქვას აპარატმა, აუცილებელია, რომ ამომრჩეველმა ხმის მისაცემად საარჩევნო კაბინაში არსებული სპეციალური მარკერი გამოიყენოს.

მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენში გააფერადებს სასურველი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებულ წრეს, იგი ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მოათავსებს, რათა კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ვერავინ შეძლოს მისი გაკეთებული არჩევანის დანახვა. ჩარჩო-კონვერტით ამომრჩეველი მიდის ხმის დამთვლელ აპარატთან და ბიულეტენს აპარატში ათავსებს.

რიგების თავიდან ასაცილებლად, საარჩევნო უბნებში, როგორც წესი, განთავსდება ორ-ორი ხმის მთვლელი აპარატი, ზოგიერთ დიდ საარჩევნო უბანზე კი, შესაძლოა, სამი ხმის მთვლელი აპარატიც იყოს. ამომრჩეველს ბიულეტენის მოთავსება შეუძლია ნებისმიერ თავისუფალ აპარატში. ხმის მთვლელი აპარატი იყენებს ოპტიკური სკანირების ტექნოლოგიას, რომელიც ბიულეტენზე სპეციალური მარკერით გაკეთებულ არჩევანს აბსოლუტური სიზუსტით აღიქვამს და იმახსოვრებს. ხმის მთვლელი აპარატი ინტეგრირებულია საარჩევნო ყუთთან და, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც აპარატი წაიკითხავს ბიულეტენზე გაკეთებულ არჩევანს, იგი ბიულეტენს ათავსებს საარჩევნო ყუთში.

შედეგების დაჯამების მიზნით, საარჩევნო უბანზე არსებული ხმის მთვლელი აპარატები ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა ქსელის კაბელით. ხმის მთვლელი აპარატები, მათი ფუნქციონირების არცერთ ეტაპზე, ინტერნეტთან დაკავშირებული არ არის. ასევე, აპარატებს არ აქვთ უსადენო კავშირის WIFI, Bluetooth და RFID მოდულები. აპარატის პროგრამულ მონაცემებში დისტანციურად შეღწევა შეუძლებელია, რაც უზრუნველყოფს აპარატის უსაფრთხოებას და დაცვას კიბერ შეტევებისგან. მარტივად რომ ვთქვათ, ჰაკერული თავდასხმებისგან აპარატი დაცულია!

ხმის მთვლელი აპარატი სრულად უზრუნველყოფს ხმის ფარულობას და შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვის მისცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა. ხმის მთვლელი აპარატი არ არის დაკავშირებული ამǃრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატთან, რაც იმის გარანტიაა, რომ ის ვერ შეძლებს საარჩევნო ბიულეტენის კონკრეტულ ამǃრჩეველთან დაკავშირებას. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ თეორიულადაც კი შეუძლებელი იყოს ბიულეტენის დაკავშირება კონკრეტულ ამǃრჩეველთან, აპარატი ბიულეტენის შესახებ ინფორმაციას არ ინახავს თანმიმდევრულად. ყოველი ბიულეტენის მიღების შემდეგ ის ახდენს მონაცემთა შერევას და შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ბიულეტენი როდის მოთავსდა აპარატში.

ხმის დათვლა

საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის მთვლელ აპარატებზე ხურავს ყენჭისყრის რეჟიმს. კენჭისყრის რეჟიმის დახურვისთანავე, აპარატები ერთმანეთში ცვლიან მონაცემებს და ერთ-ერთი აპარატი ბეჭდავს კანჭისყრის კონსოლიდირებულ (საერთო) შედეგებს.

კენჭისყრის შედეგები თერმულ ქაღალდზე ქვითრის სახით იბეჭდება ორ ეგზემპლარად და ორივეს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კენჭისყრის შედეგების ერთი ეგზემპლარი ინახება საარჩევნო უბნის ოფიციალურ დოკუმენტებში, ხოლო მეორე საჯაროდ გამოიკვრება საარჩევნო უბანში. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მთვლელი აპარატიდან დაბეჭდილ კენჭისყრის შედეგებს აქვს წინასწარი შედეგის სტატუსი. უბნის შედეგები იურიდიულ ძალას იძენს ბიულეტენების ხელით დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც აპარატიდან დაიბეჭდება წინასწარი შედეგები და თავმჯდომარე სპეციალური პროგრამის მეშვეობით ცესკოში გადააგზავნის ელექტრǃული ხმის დათვლის შედეგებს, საარჩევნო კომისია საარჩევნო ყუთს გახსნის და ბიულეტენების ხელით დათვლას დაიწყებს. საარჩევნო ბიულეტენების ხელით დათვლა ხდება ზუსტად იგივე წესით, როგორც აპარატი აღიქვამს ხმას. ხელით დათვლისას საარჩევნო კომისია მოქმედებს შემდეგი პრინციპით: ბიულეტენი ნამდვილად ჩაითვლება, თუ გაფერადებულია ერთი სუბიექტის გასწვრივ არსებული წრე, მიუხედავად ბიულეტენზე დატანილი ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნის თუ წარწერისა; ბათილად კი მიიჩნევა ის ბიულეტენი, რომელზეც გაფერადებულია ერთზე მეტი სუბიექტის წინ არსებული წრე, ან არცერთი წრე არ არის გაფერადებული.

გასათვალისწინებელია, რომ თუ ხელით დათვლის შედეგები ელექტრǃული სისტემით დათვლის შედეგებს არ დაემთხვევა, უპირატესობა ხელით დათვლის შედეგებს მიენიჭება. რადგან აპარატისა და ხელით დათვლის წესი არის ერთი და იგივე (ნამდვილ ხმად ითვლება მხოლოდ წრის გაფერადება და სხვა არაფერი), აპარატისა და ხელით დათვლის შედეგებს შორის სხვაობა ფაქტობრივად არ უნდა იყოს. ბიულეტენების ხელით დათვლის შემდეგ დგება ტრადიციული, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. სწორედ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს აქვს საბოლოო იურიდიული ძალა.

შედეგების გადაცემა და გამოქვეყნება

საარჩევნო უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედეგების გადაცემა ხდება პლანშეტით, რომელშიც ჩაწერილია შედეგების გადაცემის სპეციალური პროგრამა. პლანშეტი ცესკოს სერვერთან დაკავშირებულია VPN-ით - სპეციალურად გამოყოფილი უსაფრთხო ვირტუალური ქსელით, რომელზე წვდომაც არ აქვს სხვა არცერთ მომხმარებელს. უსაფრთხოების მიზნით, პლანშეტის ოპერაციული სისტემა გამყარებულია და მისი ყველა ის ფუნქცია და აპლიკაციაა დაბლოკილი, რომელსაც კავშირი არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

შედეგების გადასაცემად კომისიის თავმჯდომარე ხმის დამთვლელი აპარატის USB პორტში მოათავსებს სპეციალურად დაშიფრულ ცარიელ მეხსიერების ბარათს. ხმის მთვლელი აპარატი რამდენიმე წამში კენჭისყრის შედეგებსა და ქვითრის გამოსახულებას ჩაწერს მეხსიერების ბარათზე. ამის შემდეგ მეხსიერების ბარათს მიაერთებენ პლანშეტზე, რომელიც შედეგების გადაცემის პროგრამის მეშვეობით დაშიფრულ შედეგებს ავტომატურად გადასცემს ცესკოს. ცენტრალური საარჩევნო კომისია, სერვერზე მიღებული შედეგების გაშიფვრისა და დამუშავების შემდეგ, საკუთარ ვებგვერდზე () გამოაქვეყნებს ელექტრǃული ხმის დათვლის შედეგებსა და შესაბამისი უბნის შედეგების ქვითარს.

ბიულეტენების ხელით დათვლის შემდეგ, ცესკოს ვებგვერდზე, ასევე, გამოქვეყნდება ხელით დათვლის შედეგები და საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები.

შედეგების გამოქვეყნების დრო

ხმის მთვლელი აპარატებიდან შედეგების ამობეჭდვა და შემდეგ ცესკოში შედეგების გადაგზავნა, რეალურად, რამდენიმე წუთის საქმეა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩ᳥ვნების შედეგები საღამოს რვა საათზე უკვე გვექნება.

საქართველოში ხმის მიც᳥მა სრულდება საღამოს 8 საათზე, თუმცა, სანამ აპარატებიდან შედეგები დაიბეჭდება, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცედურაა გასათვალისწინებელი. კერძოდ: საარჩევნო უბანზე რიგში მდგომი ამომრჩეველი; უბნის დახურვის პროცედურები (კენჭისყრაში მონაწილე ამǃრჩეველთა რაოდენობის დადგენა და უბანში მყოფი პირების აღრიცხვა); გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების მოთავსება ხმისმთვლელ აპარატში. შესაბამისად, დღის ბოლოს რაც უფრო მეტი ამომრჩეველი იქნება რიგში, მით უფრო გვიან დაიხურება საარჩევნო უბანი; ასევე, რაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს გადასატანი საარჩევნო ყუთით, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება აღნიშნული ბიულეტენების მოთავსებას ხმის მთვლელ აპარატში. თეორიულად, თუ საარჩევნო უბანზე 20:00 საათისთვის რიგში არ იქნება არცერთი ამომრჩეველი და არცერთი ამომრჩეველი არ ისარგებლებს გადასატანი საარჩევნო ყუთით, ამ კონკრეტული საარჩევნო უბნის შედეგები შეიძლება ცნობილი გახდეს, დაახლოებით, 20:15 საათისთვის. თუმცა, თუ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, არის შემთხვევები, როდესაც საღამოს 20:00 საათზე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ამომრჩევლები ჯერ კიდევ რიგში დგანან და ამის გამო საარჩევნო უბანი იხურება 15-20 წუთის დაგვიანებით. აგრეთვე, იშვიათად გვხვდება ისეთი უბანი, სადაც ამომრჩეველი არ იყენებს გადასატან საარჩევნო ყუთს. ყოველივე ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ხმის მთვლელ აპარატზე კენჭისყრის რეჟიმი შეიძლება დაიხუროს 20:30 საათზე, ხოლო ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი 21:00 საათამდეც კი შეიძლება გაგრძელდეს. საზოგადოება საარჩევნო შედეგებს უნდა ელოდოს საღამოს 21:00 საათიან 22:00 საათამდე, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 22:00 საათზე საზოგადოებას ეცოდინება არჩ᳥ვნების სრული წინასწარი შედეგები.

ხმის ფარულობა

ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის ფარულობა დაცულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების VVSG სტანდარტის შესაბამისად.

ამომრჩეველი ხმას აძლევს ქაღალდის ბიულეტენზე. ვერიფიკაციის აპარატი არ არის დაკავშირებული არც ხმის დამთვლელ აპარატთან, არც უშუალოდ საარჩევნო ბიულეტენთან. ხმის მთვლელ აპარატში ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით, რათა გარშემომყოფებმა ვერ შეძლონ ბიულეტენში გაკეთებული არჩევანის დანახვა. საარჩევნო ბიულეტენს არ გააჩნია არცერთი ისეთი ნიშანი და ინდივიდუალური ნომერი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბიულეტენის კონკრეტულ ამǃრჩეველთან დაკავშირება. იმისათვის, რომ თეორიულადაც კი გამოირიცხოს ბიულეტენისა და ამომრჩევლის ერთმანეთთან დაკავშირება, ხმის მთვლელი აპარატი საარჩევნო ბიულეტენებს არ აღრიცხავს დროის მიხედვით, რაც შეუძლებელს ხდის აპარატში მოთავსებული ბიულეტენის ამǃრჩეველთან დროის მიხედვით დაკავშირებას. უფრო მეტიც, აპარატი ყოველი ბიულეტენის მიღებისას ახდენს ციფრულად ჩაწერილი ბიულეტენების შერევას.

უსაფრთხოება

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში არჩ᳥ვნების ორგანიზებისთვის ელექტრǃული ტექნოლოგიები გამოიყენება სამ ძირითად კომპონენტში: ამǃრჩეველთა რ᳥გისტრაცია/ვერიფიკაცია, ხმის მიც᳥მა/ხმის დათვლა და შედეგების გადაცემა.

იმისათვის, რომ ამǃრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცესი სრულად იყოს დაცული გარე ჩარევებისგან, ამǃრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები არ არის ჩართული ინტერნეტში. ამ აპარატებს, გარდა იმისა, რომ ინტერნეტში არ არის ჩართული, უსადენო კავშირის, WIFI, Bluetooth და RFID მოდულებიც, კი არ აქვს. შესაბამისად, შეუძლებელია რომელიმე პირმა, ან ორგანიზებულმა ჯგუფმა მოახერხოს რომელიმე აპარატის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეღწევა და მონაცემების შეცვლა.

რაც შეეხება შედეგების გადაცემას, შედეგების გადაცემის მოწყობილობა არ არის დაკავშირებული ხმის მთვლელ აპარატთან. გადაცემის მოწყობილობაში ინფორმაციის გადატანა ხდება დაშიფრული USB მეხსიერების ბარათით. შედეგების გადაცემის მოწყობილობა ჩართულია დაცულ ვირტუალურ ქსელში (VPN). აღნიშნული ქსელი და ამ ქსელის მეშვეობით გადაცემული ინფორმაცია თანამედროვე მეთოდოლოგიით არის დაშიფრული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შედეგების გადაცემის მომენტში საუბნო საარჩევნო კომისიას უკვე დაბეჭდილი და გასაცნობად გამოკრული აქვს შესაბამისი უბნის შედეგების ქვითარი.

ჸსკვნა

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს ის ძირითადი უპირატესობები, რაც საქართველოში ელექტრǃული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას მოჰყვება:

ამǃრჩეველთა მომსახურების პროცესის გაუმჯობესება - ამომრჩევლებს ხანგრძლივ რიგში დგომა აღარ მოუწევთ. სიაში ამომრჩევლის მოძებნა და რ᳥გისტრაცია ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ქაღალდის სიაში ძებნისას.

შეცდომების გამორიცხვა - ამǃრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის დათვლის პროცესში აპარატების გამოყენება გამორიცხავს ადამიანური ფაქტორით დაშვებულ შეცდომებს. კერძოდ, შეუძლებელია შეგვხვდეს ისეთი შეცდომები, როგორიცაა ამǃრჩეველთა სიაში სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხელმოწერა, ან ხელმოწერის საერთოდ გამორჩენა, აგრეთვე, ხმების დათვლისას შეცდომის დაშვება. შესაბამისად, აპარატების მიერ დათვლილი შედეგები არის ბევრად უფრო ზუსტი.

მანიპულაციის და გაყალბების გამორიცხვა - ნებისმიერი პირის მხრიდან ამǃრჩეველთა სიაში, ან ხმის დათვლის პროცესში რაიმე ფორმით ჩარევა შეუძლებელია. საარჩევნო პროცესში ელექტრǃული აპარატების გამოყენებით შეუძლებელია განმეორებით ხმის მიც᳥მა, ხმების არასწორად დათვლა და არასწორი შედეგების დაბეჭდვა. აპარატებზე თითოეული მოქმედება არის ლოგირებული და ნებისმიერი არაავტორიზებული მოქმედება თვალსაჩინოა.

შედეგების სწრაფი გამოქვეყნება - ელექტრǃული ხმის დათვლა მნიშვნელოვნად ამცირებს შედეგების გამოქვეყნების დროს. ფაქტობრივად, საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ, მაქსიმუმ, ორ საათში შეიძლება ვიცოდეთ არჩ᳥ვნების წინასწარი შედეგები.

არჩ᳥ვნებისადმი ნდობა - ასეთ მოკლე დროში არჩ᳥ვნების შედეგების გამოცხადება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ნდობას არჩ᳥ვნების შედეგების მიმართ და შეამცირებს დაძაბულობას.

ირაკლი ხორბალაძე

კარგი მმართველობის ინსტიტუტის
ჸმფუძნ᳥ბ᳥ლი

თბილისი
2024 წლის 17 ოქტომბერი