"ევექსი" ციფრულ ეკოსისტემას აფართოებს – განახლებული "ექიმო" ჯანდაცვის სერვისებს ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ჯანდაცვის სექტორში მომხმარებლის გამოცდილება სულ უფრო მეტად ხდება კონკურენტული უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორი. სწორედ ამ ტენდენციის საპასუხოდ, "ევექსი" განახლებულ ციფრულ პლატფორმას – "ექიმო"-ს წარადგენს, რომელიც სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესის სრულად გაციფრულებას ისახავს მიზნად.

კომპანია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს, ბოლო წლებში აქტიურად ახორციელებს ციფრულ ტრანსფორმაციას. 2025 წლიდან, სტრატეგიული რებრენდინგის განხორციელების შემდეგ "ევექსის" ყურადღების ცენტრში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაა. სწორედ ამიტომ, "ევექსი ლაბის" წარდგენის პარალელურად "ევექსი" განახლებულ "ექიმოს" წარადგენს, რაც სამედიცინო სერვისების ერთიან ციფრულ გარემოში ინტეგრაციას გულისხმობს.

განახლებული "ექიმო" მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ აპლიკაციაში დაჯავშნონ ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, განახორციელონ ონლაინ გადახდა, მიიღონ მომსახურება რეგისტრატურაში დამატებითი ლოდინის გარეშე, გამოიძახონ ლაბორატორია ბინაზე და ნებისმიერ დროს ჰქონდეთ წვდომა საკუთარ და შვილების სამედიცინო ისტორიაზე.

პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ყველა სამედიცინო მონაცემის ერთ სივრცეში თავმოყრაა. აპლიკაციაში ხელმისაწვდომია "ევექსში" მიღებული სერვისების ისტორია, კვლევის შედეგები, ექიმის დანიშნულებები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რაც მომხმარებელს საკუთარი და შვილების ჯანმრთელობის მართვის უფრო ეფექტურ შესაძლებლობას აძლევს.

"ექიმო"-ს აპლიკაციის საშუალებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული მოქალაქეები სრულად შეძლებენ ყველა იმ ფასდაკლებით სარგებლობას, რითაც კლინიკებში სარგებლობენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პლატფორმა სრულად ინტეგრირებულია Imedi L-ის ჯანმრთელობის დაზღვევასთან, რაც პროცესების დამატებით გამარტივებას უზრუნველყოფს Imedi L-ის მომხმარებლებისთვის.

ევექსის ხედვით, "ექიმო" მხოლოდ ჯავშნების აპლიკაცია აღარ არის. ის ეტაპობრივად ყალიბდება ერთიან ციფრულ ეკოსისტემად, რომელიც მომხმარებლის ჯანმრთელობის მართვის პროცესს სხვადასხვა სერვისის ერთმანეთთან დაკავშირების გზით ამარტივებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პლატფორმის განვითარება გაგრძელდება და მომავალში მას სხვა სადაზღვევო კომპანიების ინტეგრაციაც დაემატება. ეს ნაბიჯი "ექიმო"-ს შესაძლებლობას მისცემს, ჯანდაცვის ციფრული მომსახურებები კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.

მომხმარებლებისთვის აპლიკაცი ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ში: