"გამარჯვება გაზიარებით იწყება" - SOCAR-ის მასშტაბური გათამაშება დაიწყო
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
გამარჯვება მხოლოდ იღბალს არ უკავშირდება - ხშირად ის სიკეთის გაზიარებით იწყება. სწორედ ამ იდეაზეა აგებული სოკარის ახალი მასშტაბური გათამაშება - "გამარჯვება გაზიარებით იწყება", რომელიც საშუალებას გაძლევს მოიგო დასრულებული ბინა საბურთალოზე, ახალი ელექტრომობილი ან ფულადი პრიზი 10 000 ₾.
1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სოკარის მომხმარებლებისთვის საწვავის ჩასხმა რეალური გამარჯვების შანსია. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სოკარის ალიკაციის -ს გაჸǃერა და მასში ენერჯი ბარათის დამატება.
შემდეგ კი ყველაფერი მარტივია - სოკარის ბენზინ და გაზგასამართ სადგურებზე ყოველი 15 ლიტრი საწვავის ან 15 მ³ გაზის ჩასხმისას, ენერჯი ბარათის დასკანერებით მომხმარებელი ავტომატურად მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს. რაც უფრო მეტ ბილეთს აგროვებ, მით უფრო იზრდება მთავარი პრიზების მოგების შანსი.
თუმცა გათამაშების მთავარი იდეა მხოლოდ ბილეთების დაგროვება არ არის. ყოველდღიურად თამაშდება 100 მომენტალური პრიზი - ენერჯი ქულები და ვეიმარტის ვაუჩერები, რომელთა მოგება ბარათის დასკანერებისთანავეა შესაძლებელი.
სწორედ აქ იწყება გათამაშების ყველაზე ემოციური ნაწილი - მომხმარებელს შეუძლია მოგებული პრიზი თავად გამოიყენოს ან გააზიაროს და უცნობ ადამიანს მისცეს მოგების შანსი. გაზიარების შემდეგ კი დამატებით გათამაშების 5 ბილეთს მიიღებს.
უცნობ ადამიანს, რომელსაც საჩუქარი გაუზიარეს, 1 კვირა ექნება იმისთვის რომ საჩუქრის მიღებას დათანხმდეს.
ერთი პატარა ჟესტი შეიძლება როგორც სხვისი ბედნიერების, ისე დიდი გამარჯვების დასაწყისი გახდეს.
სამთვიანი გათამაშების ბოლოს, 10 სექტემბერს, LIVE ფორმატში გამოვლინჸბა 5 გამარჯვებული.
მთავარი პრიზების სია კი ასე გამოიყურება:
- ახალაშენებული ბინა საბურთალოზე, თეთრი კვადრატის დასრულებულ კომპლექსში;
- ახალი ელექტრომობილი EQ7;
- 3 ფულადი პრიზი - 10 000 ₾;
ჩაერთე სოკარის გათამაშებაში და გახსოვდეს, ზოგჯერ ყველაზე დიდი გამარჯვება გაზიარებით იწყება.