განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართვ᳥ლოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
საქართვ᳥ლოს ბანკი, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, მესამე წელია სტიპენდიების პროექტს ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში ბანკი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, 22 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
უკვე გამოვლინდა საქართვ᳥ლოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია
საქართვ᳥ლოს ბანკის სტიპენდიატების გამოვლენა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება:
- სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს;
- სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით;
- სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან კონკრეტული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად;
- თითო უნივერსიტეტიდან ყოველწლიურად დაფინანსდება მინიმუმ 5 სტუდენტი.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართვ᳥ლოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართვ᳥ლოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართვ᳥ლოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართვ᳥ლოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართვ᳥ლოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართვ᳥ლოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს