"იდეა ინვ᳥სტი" - ახალი სტანდარტი უძრავ ქონებაში

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

უძრავი ქონების სექტორი მუდმივად ფართოვდება, თუმცა მომხმარებლები გადახდის მოუქნელ პირობებს კვლავ ხშირად აწყდებიან. როგორც საცხოვრებელი, ასევე საინვ᳥სტიციო უძრავი ქონების შეძენისას არაერთი ბარიერი არსებობს. ტრადიციული მოდელები მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს ხშირად ვერ ითვალისწინებენ, რაც უძრავი ქონების შეძენის პროცესს საგრძნობლად ართულებს.

მომხმარებლებსა და ინვესტორებს სჭირდებათ სანდო, სტრუქტურირებული და მოქნილი გადაწყვეტები. სრულყოფილი, პრემიალური მომსახურება, განსხვავებული მიდგომა, რომელიც აღემატება უბრალო შეთავაზებას. ამ ყველაფერს წარმოადგენს "იდეა ინვ᳥სტი", რომლის შესახებაც 鶹 კომპანიის კომერციულ ხელმძღვანელს, თაკო ახვლედიანს ესაუბრა.

რა არის "იდეა ინვ᳥სტი"?

"იდეა ინვ᳥სტი" საინვ᳥სტიციო პროდუქტის ახალ სტანდარტს წარმოადგენს, რომლის კონცეფციითაც იქმნება თითოეულ მცხოვრებსა თუ ინვესტორზე მორგებული მოდელი. უძრავი ქონების სფეროში გადამწყვეტი ელემენტი სანდოობაა. "იდეა ინვ᳥სტი" სწორედ ამ მარტივ, მაგრამ მყარ პრინციპზეა დაფუძნებული - შეიქმნას საიმედო, განსხვავებული პროდუქტი, რომელიც უძრავი ქონების შეძენისთვის ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს შექმნის. ტრადიციულ პირობებთან შედარებით, კომპანია მომხმარებლისთვის უძრავი ქონების შეძენისა და მასში ინვ᳥სტირების ყველა ეტაპს ამარტივებს.

რა გამორჩევს "იდეა ინვ᳥სტს"?

უძრავი ქონების შეძენისას თითოეულ მომხმარებელს თავისი საჭიროება აქვს. "იდეა ინვ᳥სტი", ბაზრის სიღრმისეული ანალიზისა და მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური მოდელების ნაკრებს ადგენს და უალტერნატივო პროდუქტს ქმნის.

დეველოპერული სექტორი დინამიკურია. "იდეა ინვ᳥სტის" მიზანია, ამ ტენდენციას არა ერთიანი, მოუქნელი პირობებით უპასუხოს, არამედ განვითარებადი, ინდივიდუალურ საჭიროებებთან თავსებადი პროდუქტი შექმნას. "იდეა ინვ᳥სტის" პროდუქტი ახალი სტანდარტის დანერგვაა და არა ერთჯერადი შეღავათის.

ვისთვის არის "იდეა ინვ᳥სტი"?

"იდეა ინვ᳥სტის" ბენეფიციარი შეუძლია გახდეს ყველას, ვისაც სანდო და გონივრული ინვ᳥სტიციის განხორციელება ან საცხოვრებლად უძრავი ქონების შეძენა სურს ინდივიდუალურად შექმნილი პირობით.

პროდუქტის მომხმარებელი გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისას საწევრო კლუბს უერთდება, რომლის ფარგლებშიც ექსკლუზიური ფინანსური მოდელებითა და VIP სივრცეებით სარგებლობს და სხვადასხვა დახურულ ღონისძიებას ესწრება.

ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსში "იდეა პანორამა" მომხმარებელი არსებული პროდუქტით ისარგებლებს. მზარდ პორტფოლიოს შეუერთდება "იდეა პანორამა II" და სხვა არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელთა შესახებაც მალე შეიტყობთ.

"იდეა ინვ᳥სტი" უკვე არის არაერთი პროდუქტის პიონერი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მომხმარებელი სულ მალე "იდეა ინვ᳥სტის" მოდელებსა და პროდუქტზე ვრცელ ინფორმაციას შეიტყობს.