ინტერ ქონსთრაქშენი - Hotel Indigo Batumi Old Town-ის წარმატებით განხორციელებული პროექტი
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
2011 წელს დაარსდა და უკვე 15 წელია აქტიურად საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანია აერთიანებს მაღალკვალიფიციურ საინჟინრო გუნდს და აღჭურვილია თანამედროვე სპეციალიზებული ტექნიკით, რაც საშუალებას აძლევს განახორციელოს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის სამშენებლო და სარემონტო პროექტები.
კომპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმǃჸენს Hotel Indigo Batumi Old Town, რომლის სრული ციკლის განხორციელება სწორედ ინტერ ქონსთრაქშენმა უზრუნველყო. პროექტის ფარგლებში კომპანიამ განახორციელა დიზაინის, სარემონტო და ტექნიკური მიმართულებების სრული სპექტრი, საერთაშორისო სტანდარტების, ტექნიკური მოთხოვნებისა და ხარისხის კონტროლის მკაცრი დაცვით.
პროექტის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თითოეულ დეტალს - დაწყებული დიზაინის გადაწყვეტებიდან, დასრულებული ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების ზუსტ შესრულებამდე. ინტერ ქონსთრაქშენის პროფესიონალურმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა შეექმნათ სივრცე, რომელიც აერთიანებს ფუნქციურობას, თანამედროვე ესთეტიკას და ადგილობრივ იდენტობას, რაც სტუმრებისთვის გამორჩეულ გამოცდილებას ქმნის.
Hotel Indigo Batumi Old Town წარმǃჸენს IHG Hotels & Resorts-ის საერთაშორისო ქსელის ნაწილს, რაც პროექტის განხორციელებისას მოითხოვდა უმაღლესი ხარისხის სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციებისა და ბრენდის სპეციფიკური მოთხოვნების სრულ დაცვას. სწორედ ამ მოთხოვნების წარმატებით შესრულებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ინტერ ქონსთრაქშენის გამოცდილება და შესაძლებლობა, განახორციელოს საერთაშორისო დონის კომპლექსური პროექტები.
დღეს Hotel Indigo Batumi Old Town ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ბუტიკური სასტუმროა, ხოლო მისი წარმატებით განხორციელება ინტერ ქონსთრაქშენის პორტფოლიოში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მთავარ ღირებულებებს - ხარისხს, სანდოობას, პროფესიონალიზმს და სრულყოფილებაზე ორიენტირებულ სამუშაო პროცესს.

