Kontakt-ის უპრეცედენტო კამპანია, რომელიც კომუნალურ გადასახადებს რეალურ შეღავათად აქცევს
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

კომუნალური გადასახადების ზრდა ალბათ თქვენც შეამჩნიეთ - ბოლო პერიოდში გაზრდილმა ტარიფებმა ბევრი ოჯახის ყოველთვიურ ხარჯებზე საგრძნობლად იმოქმედა. სწორედ ამ ფონზე, -მა მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზება წარადგინა - კომპანია კომუნალური გადასახადების თანხას ტექნიკის შეძენისას ფასდაკლებად გითვლით.
საქართველოში კომუნალურ მომსახურებაზე დაახლოებით 1 500 000-ზე მეტი აბონენტია რეგისტრირებული, შესაბამისად შეთავაზება საკმაოდ მასშტაბურია.
დეტალების გასარკვევად კამპანიის პირობები ადგილზე გადავამოწმეთ და გიზიარებთ პირობებს:
რა პირობებს მოიცავს აქცია?
აღნიშნული შეთავაზება მოქმედებს საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ტელევიზორებზე. მთავარი პირობა კი ისაა, რომ კომუნალური გადასახადის ოდენობა არჩეული პროდუქტის ღირებულების მაქსიმუმ 20%-ს უნდა შეადგენდეს.
კამპანია განსაკუთრებით საინტერესოა სწორედ ამ პერიოდში, როცა გაზრდილი ტარიფები მომხმარებლებისთვის დამატებით ფინანსურ დატვირთვას ქმნის. Kontakt-ის ახალი ინიციატივა კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ყოველთვიური ხარჯი რეალურ შეღავათად აქციონ.
აღნიშნული აქცია მაისის ბოლომდე გაგრძელდება.