კრიტიკული აზროვნება, როგორც კომპეტენციის ბირთვი "იმიტომ ნუ იკითხავ, რომ წინააღმდეგობა გაუწიო, არც იმიტომ, რომ დაიჯერო და ეჭვი არ შეგეპაროს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ აწონ-დაწონო და სათანადოდ გაითვალისწინო", - ფრენსის ბეკონი
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენათა ფონზ᳥ კიდევ უფრო მწვავედ ჩანს კრიტიკული აზროვნებისა და ასერტული კომუნიკაციის აქტუალობა. ზოგადი ფორმულირებით, როდესაც დაძაბულობა ესკალაციის ფაზაში გადადის, ზოგჯერ ადამიანები ემოციურად ისე განეწყობიან ხოლმე, რომ უჭირთ ლოგიკური ბმების დანახვა. ბრაზის, წყენისა თუ შფოთვის ზ᳥გავლენით ისინი ირაციონალური ქმედების მსხვერპლი შეიძლება გახდნენ.
არაადეკვატური რეაგირებით განპირობებულ შემთხვევებში აზროვნება ყოველთვის არათანამიმდევრულია, რის შედეგადაც მსჯელობა მოკლებულია მყარ არგუმენტებს და გამოთქმული მოსაზრებები ყოველგვარი ლოგიკის მიღმა რჩება. ამის თავიდან ასარიდებლად ყოველთვის უნდა ვეცადოთ, აზრების ნაკადი ერთგვარ კონსტრუქციულ ჩარჩოში მოვაქციოთ და ვიმოქმედოთ არა იმპულსურად, არამედ ვიაზროვნოთ კრიტიკულად. აქვე დავაკონკრეტებ, რომ "კრიტიკული" ნიშნავს ფაქტების, მოვლენების, ამბების შეფასებით ანალიზს და სრულად გაცნობიერებას.
ამავდროულად, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რა უნარებს აერთიანებს კრიტიკული აზროვნება. ეს არის განხილვა-გაანალიზ᳥ბისა და შემოქმედებითი მიდგომებით შედეგების წარმოჩენის შესაძლებლობა, რომლის შემდგომი აწონ-დაწონის საფუძველზ᳥ ხვდები, რა არის სწორი და რა არა. ცნობისმოყვარეობის გამოვლენა ბუნებრივად არის ამ პროცესის თანამდევი, თუმცა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი გაცილებით მეტ სიღრმეში ჩადის არსებულ შეხედულებებზ᳥ ლოგიკური ბმების გარშემო ე.წ. დიდი სურათის დასანახად და, რაც მთავარია, ყველაზ᳥ რაციონალური აზრის ჩამოსაყალიბებლად.
ისევე, როგორც ადამიანის ფიზიკურ სხეულს და მის კუნთოვან მასას, კრიტიკული აზროვნების პოტენციალსაც მუდმივი გავარჯიშება ესაჭიროება. ამის შესახებ სხვადასხვა რაკურსით წინა სტატიებშიც გვისაუბრია, თუმცა ორ უმარტივეს რჩევას კვლავაც გავაზიარებ, რათა გავიუმჯობესოთ კრიტიკული აზროვნების სტრატეგიული ფუნქცია და ლოგიკური ჩართულობით საკითხებზ᳥ მსჯელობისა თუ პრობლემის მოგვარების უნარ-ჩვევები.
1. დავეჩვიოთ შეკითხვების დასმის ტექნიკების გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დავსვათ რაც შეიძლება მეტი შეკითხვა, რათა ბუნებრივად განვავითაროთ ჩვენში არსებული ცნობისმოყვარე ხასიათი და ნეიტრალური სიდინჯის გამოვლენით მოვიძიოთ მეტი დეტალი, დამატებითი ინფორმაცია ამა თუ იმ სიტუაციის, შეხედულების, საგნის ან მოვლენებისადმი ადამიანთა დამოკიდებულების შესახებ.
2. გამოვიყენოთ ემპათიური მოსმენის ტექნიკა, რომელიც თანაგანცდის მეშვეობით გვეხმარება არა უბრალოდ მოვუსმინოთ, რას ამბობენ სხვები, არამედ გავუგოთ მათ. კრიტიკული აზროვნება, ფაქტობრივად, აზრებს შორის სიტუაციის აღქმის და ამოცნობის პროცესია. მოსმენილ სიტყვებს სხეულის ენის მეშვეობით თუ დავაკვირდებით, უფრო ნათლად შევიგრძნობთ ნამდვილ რეაქციას თუნდაც მათსავე სიტყვებზ᳥ და უკეთ გავარკვევთ, რას განიცდიან ამ დროს. ეს თავისთავად გვეხმარება საღი აზრის შენარჩუნებაში.
პიროვნული მახასიათებლების დონეზ᳥ განხილვით კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს გამოარჩევს ე.წ. თავმდაბალი თავდაჯერებულობა. მისი სახასიათო თვისებებია ადეკვატური თვითშეფასება, პასუხისმგებლობის მაღალი თამასა და სიმშვიდის შენარჩუნების მყარი პოზიცია. მან ყოველთვის იცის, როდის რა თქვას და რატომ. საჭიროებისამებრ, დინჯად ახდენს ადვოკატირებას საკუთარი თუ სხვისი მოსაზრების ან/და ინტერესის დასაცავად.
ცალკე გამოვყოფ ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარების ერთ საკვანძო უნარს - ასერტულობას, რაც ნიშნავს აზრის გამოხატვას სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარეშე. ასერტული ადამიანი პატივს სცემს გარშემო მყოფებს და ღიად ურთიერთობს მათთან, ხოლო მისი ქცევა გულისხმობს საკუთარი პრინციპების დაცვას, იმისგან დამოუკიდებლად, რა სახის განსხვავებული აზრიც არ უნდა სჭარბობდეს სხვებში. ამაში მას ეხმარება მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულების, ფაქტებისა თუ დებულებების მტკიცე ჯაჭვი, რომლის მეშვეობითაც კრიტიკული აზროვნების შედეგი ადვილად გარდაისახება ლოგიკურ მტკიცებულებად.
მიზ᳥ზშედეგობრივი კავშირით არგუმენტირებისათვის დარწმუნების სქემა ითვალისწინებს მომხდარ ფაქტსა და მოსალოდნელ შედეგს შორის ცხადად დანახულ კავშირს შემდეგი პრინციპით: რა იყო, რა ვითარებაა, რა შეიძლება მოხდეს. ფაქტობრივად, ლოგიკური აზროვნების ასეთი პროდუქტი საკითხში ღრმა წვდომისა და ანალიზის უნარის გამო ყოველთვის ეფექტიანია.
დარწმუნების ხელოვნება გვიყალიბებს უნარების ისეთ ნაკრებს, როდესაც შეგვიძლია ახსნით, განმარტებით, ანალიზით & არგუმენტირებული მსჯელობით მოვახდინოთ დადებითი ზ᳥გავლენა რაიმე ქმედების განსახორციელებლად.
გავლენის ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, ამერიკელი ფსიქოლოგი, რობერტ ჩალდინი დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და ქცევის ეთიკურობის უზრუნველსაყოფად გვათავაზობს ურთიერთობის ოქროს წესებს.
- იყავით მართალი ყოველთვის, ყველასთან მიმართებით
- უარი თქვით მანიპულირების ტექნიკასა და საშუალებებზ᳥
- აღიარეთ დაშვებული შეცდომა დროულად და ობიექტურად
- ნუ მოახდენთ მცდარ ზ᳥გავლენას ფაქტების დამახინჯებით
- გამოიყენეთ ბუნებრივად არსებული ეთიკურობის პრინციპ(ებ)ი
- გამოავლინეთ შესაძლებლობა, რა არის გონივრული ყველასთვის
- ისაუბრეთ სარწმუნო არგუმენტებსა და ფაქტებზ᳥ დაყრდნობით!
- შ᳥იკავეთ თავი ნებისმიერი არაკორექტული, საზიანო ქმედებისგან
- დარწმუნდით, რომ ნათქვამი თანამოსაუბრემ სათანადოდ აღიქვა
- იმǃმ᳥ჸთ სიტუაციისამებრ, რათა ბოლომდე შეინარჩუნოთ ნდობა!
ამ წესებზ᳥ დაყრდნობით ადვილად მივხვდებით, რა გვიშლის ხელს ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაში. და მაინც, სამ მნიშვნელოვან მიზ᳥ზს დავასახელებ:
- არ ვსაუბრობთ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზ᳥ ან, უბრალოდ, არ ვცდილობთ გავუგოთ ერთმანეთს
- მცდარი ინტერპრეტაციით ვაყალიბებთ აზრს და ვაფერხებთ ძირითადი შეტყობინების სწორ აღქმას
- არ ვუსმენთ ერთმანეთს, ჯიუტად ვამტკიცებთ საკუთარ მოსაზრებას ან ვეძებთ დამატებით საშუალებას ჩვენი პოზიციის დასაბუთებისთვის.
ჯანსაღი ურთიერთგაგების გარდა, კომუნიკაციის ეფექტიანობას რამდენიმე უნიკალური პრინციპი განაპირობებს, მათ შორის ინტერესთა ერთიანობა, თანამიმდევრულობა და ლაკონიურობა.
ლაკონიურობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სპარტელების პასუხი მაკედონიის მეფე ფილიპ II-ის მიმართვაზ᳥: "გირჩევთ დაუყონებლივ ჩამბარდეთ. თუ ჩემი არმია თქვენს მიწაზ᳥ დაადგამს ფეხს, ჩვენ გავანადგურებთ თქვენს ბაღებს, დავიმონებთ თქვენს ხალხს და გავანადგურებთ ქალაქს". ამის პასუხად სპარტელებმა მოკლედ და გასაგებად თქვეს ერთი სიტყვა: "თუ". აი, ზუსტად ეს არის აზროვნების თანამიმდევრულობის, კრიტიკული გაანალიზ᳥ბისა და ასერტულობის შედეგი, როცა მოახერხებ, თუნდაც ერთ სიტყვაში გამოხატო ემოცია, ეთიკა და ლოგიკა. ვფიქრობ, მაქსიმალური ძალისხმევით უნდა ვიზრუნოთ ამ კომპეტენციის განვითარებაზ᳥.