Loialte Academy უკვე ACCA-ის Silver Learning Partner-ია საქართველოში!
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

-ისთვის მნიშვნელოვანი და საამაყო ეტაპი დადგა – აკადემია ოფიციალურად გახდა ACCA-ის Silver Learning Partner. ეს ნიშნავს, რომ უკვე ACCA-ის სასწავლო პარტნიორთა საერთაშორისო ქსელის ნაწილი და საქართველოში ერთადერთი აქტიური სასწავლო პროვაიდერია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიის ხარისხსა და პროფესიულ სტანდარტებს.
ACCA-ის რეგიონულმა წარმომადგენლობამ ის ქსელში გაწევრიანება შეაფასა როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონში ფინანსებისა და ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით განათლების გასაძლიერებლად. ACCA წარმოადგენს ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს ფინანსურ პროფესიონალებს და ხელს უწყობს მაღალი სტანდარტების დანერგვას განათლებასა და პრაქტიკაში.
რას ნიშნავს Silver Learning Partner სტატუსი?
ეს სტატუსი ACCA-ის მხრიდან მნიშვნელოვანი აღიარებაა იმ სასწავლო პროვაიდერებისთვის, რომლებიც სწავლების ხარისხის, სტუდენტური მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე წარდგებიან.
ACCA-ის ოფიციალური ინფორმაციით, Silver Learning Partner სტატუსი განკუთვნილია იმ პროვაიდერებისთვის, რომლებიც გეგმავენ ან უკვე ასწავლიან ACCA-ის პროგრამებს და მჭიდროდ თანამშრომლობენ ხარისხის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარებისთვის. ACCA ასევე განმარტავს, რომ ასეთ პარტნიორებს ეძლევათ წვდომა ოფიციალურ რესურსებზე, მხარდაჭერის მექანიზმებსა და იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც სტუდენტებისთვის სრულფასოვანი სასწავლო გამოცდილების შექმნას უწყობენ ხელს.
-ისთვის ეს სტატუსი მხოლოდ ფორმალური აღიარება არ არის. ეს არის ნდობის, ხარისხისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დასტური. ACCA-ის Approved Learning Partner პროგრამის მიზანია აღიაროს ის სასწავლო ორგანიზაციები, რომლებიც სტუდენტებს მაღალი ხარისხის სწავლებასა სთავაზობენ და გლობალურად საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისკენ ისწრაფვიან. სწორედ ამიტომ, Silver Learning Partner სტატუსი აძლიერებს -ის პოზიციას როგორც საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სივრცეს.
ინოვაციური მიდგომები და ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის
დღეს, როდესაც ფინანსებისა და ბუღალტერიის სფეროში კონკურენცია სულ უფრო იზრდება, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აკადემიის არჩევა, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ მათ რეალურ პროფესიულ შესაძლებლობებს აძლევს.
სწორედ ამ ხედვით ვითარდება – პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, თანამედროვე მიდგომები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ქმნიან იმ გარემოს, რომელიც სტუდენტებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის. მომხმარებელს საკუთარ პლატფორმაზე სთავაზობს თანამედროვე პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო კურსებს ონლაინ, ფიზიკურ და ჰიბრიდულ ფორმატში.
ამ მიღწევით კიდევ უფრო მყარად პოზიციონირდება, როგორც ACCA-ის წამყვანი პარტნიორი საქართველოში. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მიმდინარე, ისე მომავალი სტუდენტებისთვის – აკადემია ვითარდება საერთაშორისო ხარისხის მიმართულებით და ქმნის სივრცეს მათთვის, ვისაც სურს პროფესიული ზრდა, საფუძვლიანი ცოდნის მიღება და გლობალურ შესაძლებლობებთან დაახლოება.
-ს ACCA-ის Silver Learning Partner სტატუსით საქართველოში პროფესიული განათლება ახალ საფეხურზე აჰყავს.