Medinsider – პლატფორმა, რომელიც ექიმებსა და პაციენტებს ახალ პერსპექტივას სთავაზობს

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

თანამედროვე სამყაროში ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ინდუსტრიას წარმოადგენს, რომელიც მუდამ ვითარდება და მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ტრანსფორმაციაში მთავარ როლს ასრულებს. როდესაც ჯანდაცვის ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, ფოკუსი ხშირად კლინიკურ შედეგებზე, სამედიცინო პერსონალსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე გადადის. თუმცა, წამყვანი საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველა მოწინავე სამედიცინო ეკოსისტემის უკან ყოველთვის დგას ეფექტური სამედიცინო მენეჯმენტი – სტრატეგიული დისციპლინა, რომელიც კლინიკურ პროცესებს ბიზნესის მდგრადობასთან, საოპერაციო ეფექტიანობასა და პაციენტის გამოცდილებასთან აერთიანებს.

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემები მაღალი სტანდარტებით მუშაობს, სამედიცინო მენეჯმენტი სტრატეგიულ დისციპლინად არის მიჩნეული. ის აღარ აღიქმება, როგორც უბრალო ადმინისტრირება – ეს არის მიმართულება, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს არამხოლოდ პაციენტების, არამედ ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას.

სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის, გამოცდილების გაზიარებისა და ქართულ სამედიცინო სივრცეში პროფესიული ეკოსისტემის შექმნის მიზნით გაჩნდა Medinsider – ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დარგის შიდა პროცესებს, მის გამოწვევებსა და პოტენციალს აუდიტორიას მარტივად, გასაგებ ენაზე უზიარებს. პლატფორმა აერთიანებს ექიმებს, რეზიდენტებს, სამედიცინო მენეჯერებსა და პაციენტებს. საგანმანათლებლო პროექტების, მასშტაბური კონფერენციებისა და საუბრების სერიების საშუალებით, Medinsider საჯაროსა და ხილვადს ხდის იმ უმნიშვნელოვანეს პროცესებს, რომლებიც საზოგადოებისთვის უხილავი რჩება.

თუ როგორ გაჩნდა Medinsider-ის შექმნის იდეა, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ჯანდაცვის სფერო და რატომ არის ბიზნესისა და მედიცინის თანხვედრა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი – ამის შესახებ 鶹-ს Medinsider-ის დამფუძნებელი, ჯანდაცვის ექსპერტი, MLP Care-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი, ჸლი ნ᳥სუაშვილი ესაუბრება:

"წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში მუშაობისას, სულ უფრო ხშირად ვხვდებოდი ერთ საინტერესო პარადოქსს: მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი სფეროა, მისი ყოველდღიური ცხოვრება, პროფესიონალების რეალური გამოცდილება და ის პროცესები, რომლებიც ხარისხიანი ჯანდაცვის უკან დგას, აუდიტორიისთვის თითქმის უხილავი რჩება.

ექიმებს, რეზიდენტებს, კლინიკების მენეჯერებსა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს უზარმაზარი ცოდნა და საინტერესო ისტორიები აქვთ, თუმცა იშვიათად არსებობს ერთიანი სივრცე, სადაც ისინი ამ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ, ისწავლიან კოლეგებისგან და არსებულ გამოწვევებზე ღიად ისაუბრებენ. ამავდროულად, პაციენტებს მუდმივად სჭირდებათ სანდო ინფორმაცია, ხოლო მომავალი პროფესიონალები ეძებენ რეალურ პრაქტიკასა და მენტორებს. ვხედავდი, რომ ამ ჯგუფებს შორის დამაკავშირებელი ხიდი არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ერთი მთავარი მიზანი აერთიანებს – უკეთესი და ეფექტური ჯანდაცვა.

სწორედ ამ საჭიროებიდან დაიბადა Medinsider. თავიდან ის, უბრალოდ, მედიცინის შიდა სამყაროს გაცნობის იდეა იყო, თუმცა დღეს უკვე გაცილებით მეტია. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ექიმები, რეზიდენტები, სამედიცინო მენეჯერები, კლინიკების წარმომადგენლები და პაციენტები. ეს არის ადგილი, სადაც ვსაუბრობთ პროფესიულ განვითარებაზე, ვაზიარებთ ცოდნას, ვაწყობთ საუბრების სერიებს, შეხვედრებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებს.

ჩემი მიზანია, Medinsider გახდეს პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციას გაავრცელებს, არამედ გააერთიანებს ადამიანებს, ხელს შეუწყობს პროფესიულ დიალოგს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში", – ამბობს ჸლი ნ᳥სუაშვილი.

Medinsider-ის მთავარი მისია ჯანდაცვის სექტორში ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული ხედვების გაზიარების ერთიანი კულტურის დამკვიდრებაა. შესაბამისად, პროექტის სამიზნე აუდიტორია საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანია. ამავდროულად, პლატფორმა მნიშვნელოვან ადგილს უთმობს თავად პაციენტებს, რომლებიც ხშირად ეძებენ სანდო პასუხებს სპეციფიკურ, პასუხგაუცემელ კითხვებზე.

რაც შეეხება კონტენტს, ამ ეტაპზე პლატფორმა აქცენტს სვამს არა მშრალ ანალიტიკურ სტატიებსა თუ კლასიკურ ინტერვიუებზე, არამედ პრაქტიკულ და ყოველდღიურობაში გამოყენებად მასალებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო მენეჯმენტს, პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას, ჯანდაცვის მარკეტინგსა და სამედიცინო ტურიზმს. გარდა ციფრული მასალისა, Medinsider აქტიურად გადადის ფიზიკურ სივრცეშიც – პლატფორმის ეგიდით რეგულარულად ტარდება ვორქშოფები ახალგაზრდა ექიმებისთვის, ასევე ხდება ორგანიზება ერთობლივი შეხვედრა-კონსულტაციებისა ქართველი და თურქი მედიკოსების მონაწილეობით. ამასთანავე, პროექტი მნიშვნელოვან ნიშას იკავებს სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით და საზღვარგარეთ მკურნალობით დაინტერესებულ პაციენტებს სრულ, ამომწურავ სერვისს სთავაზობს.

ნებისმიერი წარმატებული პროექტის მიღმა ყოველთვის დგას დამფუძნებლის უნიკალური გამოცდილება. Medinsider-ის შემთხვევაც გამორჩეულია, რადგან მისი ავტორის პროფესიული გზა კლინიკური მედიცინიდან დაიწყო, თუმცა, დროთა განმავლობაში, პრაქტიკოსი ექიმის ხედვა მასშტაბურ საოპერაციო მენეჯმენტში გადაიზარდა. ჸლი ნ᳥სუაშვილი თავად გვიზიარებს, თუ როგორ გადაიკვეთა მისი გზა სამედიცინო მენეჯმენტთან და როგორ აქცია საერთაშორისო გამოცდილება ახალ შესაძლებლობად:

"სამედიცინო განათლებამ მომცა ფუნდამენტური შესაძლებლობა, სიღრმისეულად გამეგო პაციენტის საჭიროებები და კლინიკური პროცესების სპეციფიკა. თუმცა, დროთა განმავლობაში ნათლად დავინახე, რომ მაღალი ხარისხის ჯანდაცვა მხოლოდ წმინდა კლინიკური ცოდნით არ იქმნება. მის უკან ყოველთვის დგას ეფექტიანი მართვა, სწორი კომუნიკაცია, სტრატეგიული დაგეგმვა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც თურქეთში ყბა-სახის ქირურგიის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად გავემგზავრე. იქ, წამყვან კლინიკებში, საუკეთესო ექიმების გვერდით აღმოვჩნდი და მომეცა შანსი, საქართველოში უზარმაზარი ცოდნით დავბრუნებულიყავი. თუმცა, სწორედ ამ პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე, რომ კლინიკური მედიცინის მიღმა არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე – სამედიცინო სერვისი და პაციენტის გზის მართვა. დავინახე, რომ საქართველოში ბევრი ისეთი მაღალი დონის ექიმი გვყავს, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა, თუმცა თავად სერვისის ნაწილი და მართვის კულტურა არ იყო სათანადო სტანდარტებთან თანხვედრაში. მივხვდი, რომ ამ მოცემულობაში, კლინიკის მენეჯმენტის კუთხით ჩემი ქვეყნისთვის ბევრად უფრო სასარგებლო ვიქნებოდი.

სწორედ ამ ინტერესმა და მიზანმა მიმიყვანა გლობალურ სამედიცინო მენეჯმენტთან. დღეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა ვიყო MLP Care ჰოლდინგის გუნდის წევრი, რომელიც ისეთ გიგანტებს აერთიანებს, როგორებიცაა Medical Park და LIV Hospital. ამ მასშტაბის ეკოსისტემაში ჩემთვის საინტერესო გახდა არა მხოლოდ უშუალოდ მკურნალობის პროცესი, არამედ იმის შესწავლა, თუ როგორ იქმნება გამართული სისტემა, რომელიც ამ პროცესს მაქსიმალურად ეფექტურსა და შედეგის მომტანად აქცევს".

როგორც ჸლი ნ᳥სუაშვილი ამბობს, საერთაშორისო გამოცდილებამ მას ნათლად დაანახა, რომ თანამედროვე ჯანდაცვაში წარმატებას განსაზღვრავს არა მხოლოდ მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები, არამედ თავად მართვის კულტურა, ინოვაციებისადმი გახსნილობა და მუდმივი განვითარება. სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი პრაქტიკის გაცნობამ კიდევ უფრო გაუმყარა რწმენა, რომ ჯანდაცვის სფეროში რეალური პროგრესი მხოლოდ ცოდნის გაზიარებითა და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობით მიიღწევა. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობს, ეს დაგროვილი გლობალური გამოცდილება ქართულ რეალობაშიც გადმოიტანოს და ადგილობრივ ბაზარს გაუზიაროს.

დღეს ჸლი ნ᳥სუაშვილი თურქეთის უმსხვილესი სამედიცინო ქსელის, MLP Care-ის ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის პოზიციას იკავებს. ეს გლობალური ჰოლდინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს ისეთ ცნობილ კლინიკებს, როგორებიცაა Medical Park და LIV Hospital. ამ პოზიციაზე მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავს: საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას, ახალი სტრატეგიული ბაზრების მოძიებას, გლობალური პროექტების დაგეგმვასა და საერთაშორისო პაციენტების მიმართულების ეფექტურ მართვას. გარდა ამისა, ჸლი ნ᳥სუაშვილი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროფესიული ღონისძიების, საგანმანათლებლო პროექტისა და საერთაშორისო კოლაბორაციების ინიცირებაში, რაც ჰოლდინგის გრძელვადიან განვითარებასა და პოზიციონირებას ემსახურება.

ჯანდაცვის ინდუსტრიაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხშირად მიიჩნევა სამედიცინო პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის არსებული კომუნიკაციური თუ სტრატეგიული აცდენა. ამ ფონზე უდიდესი უპირატესობა აქვს ლიდერს, რომელიც სფეროს ორივე რაკურსით იცნობს. ჸლი ნ᳥სუაშვილი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით განმარტავს, თუ რა უნიკალურ სარგებელს აძლევს ორგანიზაციას პროფესიონალი, რომელიც ერთდროულად ფლობს როგორც კლინიკურ, ისე მენეჯერულ ხედვას:

"ასეთ პროფესიონალს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იდეალურად დააბალანსოს უმაღლესი სამედიცინო ხარისხი და სწორი ბიზნესპროცესები. როდესაც სიღრმისეულად გესმის როგორც უშუალოდ ექიმების ყოველდღიური საჭიროებები, ისე მენეჯერების წინაშე არსებული საოპერაციო გამოწვევები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ბევრად უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული ხდება. ეს ორმაგი პერსპექტივა გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომელიც ერთდროულად, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე ემსახურება როგორც პაციენტის ჯანმრთელობასა და კომფორტს, ისე თავად ორგანიზაციის ფინანსურ თუ სტრატეგიულ ინტერესებს".

鶹-თან ინტერვიუში Medinsider-ის დამფუძნებელი თანამედროვე ჯანდაცვაში სამედიცინო მენეჯმენტის როლზე საუბრისას განმარტავს, რომ დღეს ეს მიმართულება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი ხედვით, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, პაციენტების მზარდი მოლოდინები და მაღალკონკურენტული გარემო თანამედროვე კლინიკებისგან გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე, უბრალოდ, სტანდარტული სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა. ჸლი ნ᳥სუაშვილი განმარტავს, რომ სწორედ სწორი მენეჯმენტი განსაზღვრავს, თუ რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ორგანიზაცია, რამდენად დროულად შეძლებს ინოვაციების დანერგვას და რა ხარისხის გამოცდილებას შექმნის სამედიცინო ბაზარზე.

სწორედ ამ თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკული გამოცდილების რეალურ სივრცეში გადმოტანას ემსახურება Medinsider-ის მიმდინარე, აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები. პლატფორმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულება პროფესიული საუბრების სერიაა, სადაც ჯანდაცვის სექტორის ლიდერები საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ ქეისებსა და არსებულ გამოწვევებს უზიარებენ აუდიტორიას. ეს შეხვედრები ღია პროფესიული დიალოგის უნიკალურ შესაძლებლობას აჩენს და მონაწილეებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღონ უახლესი ცოდნა.

პლატფორმის პირველი მასშტაბური შეხვედრების სერია 7 ივნისს, ჟურნალ OK!-სთან პარტნიორობით გაიხსნება. პირველი ღონისძიების ფოკუსში ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და ამავდროულად მაღალტექნოლოგიური თემაა – უშვილობა და რეპროდუქციულ მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი. ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და სანდო ინფორმაციას ჰპირდება იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად უნაყოფობასთან ბრძოლის რთულ გზას გადიან. აღსანიშნავია პროექტის სოციალური პასუხისმგებლობაც – ღონისძიების ფარგლებში, ერთ წყვილს ინ ვიტრო (In Vitro) პროცედურა სრულად დაუფინანსდება.

როგორც პლატფორმის გეგმებიდან ირკვევა, მომავალში მისი პროექტების მასშტაბების მეტად გაფართოება იგეგმება, რაც ადგილობრივ დისკუსიებში საერთაშორისო სპიკერების აქტიურ ჩართვასა და გლობალური გამოცდილების საქართველოში ინტეგრირებას გულისხმობს.

საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლისა და ახალი ფორმატების დანერგვის საჭიროება პირდაპირ კავშირშია იმ რეალურ გამოწვევებთან, რომელთა წინაშეც დღეს ქართული ჯანდაცვის სექტორი დგას. გლობალური ტენდენციების ფონზე, ლოკალური ბაზარი მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის, რაც მენეჯერებისგან სრულიად ახალ კომპეტენციებს მოითხოვს. ჸლი ნ᳥სუაშვილი ღიად საუბრობს იმ სისტემურ ბარიერებზე, რომელთა გადაჭრასაც პლატფორმა საკუთარი აქტივობებით ცდილობს:

"დღეს საქართველოში სამედიცინო მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თანამედროვე მენეჯერული ცოდნისა და გლობალური გამოცდილების მუდმივი განახლების საჭიროებაა. ჯანდაცვის სფერო უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება, ტექნოლოგიური თუ საოპერაციო პროცესები ახლდება და პროფესიონალებს ყოველდღიურად უწევთ ამ დინამიკურ რეალობასთან ადაპტაცია. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლიდერული უნარების განვითარება, წამყვანი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ძლიერი პროფესიული ქსელების, ე.წ. "ნეთვორქინგის" გაძლიერება. ინდუსტრიას სჭირდება სივრცე, სადაც ეს კავშირები ბუნებრივად ჩამოყალიბდება. Medinsider სწორედ ამ მიმართულებებით მუშაობს და ცდილობს შექმნას ის უნიკალური ღირებულება, რომელიც ქართულ სამედიცინო მენეჯმენტს თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს".

Medinsider-ს საკმაოდ ამბიციური სტრატეგიული გეგმები აქვს, რომლებიც ორ ძირითად ეტაპად იყოფა.

უახლოეს პერიოდში Medinsider ციფრული კონტენტის კიდევ უფრო გაფართოებას, ახალი საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებასა და უკვე დაწყებული პროფესიული საუბრების სერიის მასშტაბურ განვითარებას გეგმავს. ეს ნაბიჯები პლატფორმას მისცემს შესაძლებლობას, ბაზარზე საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს და აუდიტორიას უფრო მრავალფეროვანი პროდუქტები შესთავაზოს.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ჸლი ნ᳥სუაშვილის ხედვა ლოკალურ რეალობას სცდება. Medinsider-ის სტრატეგიული მიზანია, იქცეს მთელი რეგიონის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად სამედიცინო მენეჯმენტის, ჯანდაცვის ლიდერობისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. პროექტის ავტორს სურს, შექმნას უნიკალური რეგიონული ჰაბი – სივრცე, სადაც თანამედროვე ცოდნა, საერთაშორისო გამოცდილება და სამედიცინო ინოვაციები ერთმანეთს შეხვდება