მსოფლიოს წამყვანი მილიარდერები ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის შვილის წინა საქორწილო ღონისძიებაზე
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
მსოფლიოს ზოგიერთი წამყვანი ბიზნეს ლიდერი, მათ შორის მარკ ზაქერბერგი და ბილ გეითსი ესწრებიან ანანტ ამბანის წინა საქორწილო ზეიმს ინდოეთში.
ანანტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ($113 მლრდ) ვაჟია.
მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ამბანი რადიკა მერჩანტზე ივლისში უნდა დაქორწინდეს, ზეიმი მარტში 1200 სტუმრიანი გრანდიოზული $120 მლნ ღირებულების 3 დღიანი წვეულებით დაიწყო.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეულთა სიაში ასევე შედიან Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი და Samsung Electronics-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯეი ი ლი, იტყობინება The Times of India.
რიჰანა და ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ასევე მონაწილეობენ ღონისძიებაში.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს წვეულებიდან.
მარკ ზაქერბერგი და პრისცილა ჩანი



ბილ გეითსი და პაულა ჰერდი

ივანკა ტრამპი

რიჰანა
