"პროფესია ექიმი - ემოციების გამოფენა" | ფოტოკადრებად ნაჩვენები ევექსის მთავარი გმირების ისტორია
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

30 მარტის - ექიმების პროფესიული დღის აღსანიშნავად, ევექსი წარმოგიდგენთ სამი გამორჩეული ქართველი ხელოვანის: ნათელა გრიგალაშვილის, გიორგი ნაკაშიძისა და დარო სულაკაურის განსხვავებული ხედვითა და პერსპექტივით დანახულ ექიმის პროფესიას.
"პროფესია ექიმი - ემოციების გამოფენა" ფოტოპროექტია, რომელიც ჰყვება ევექსის მთავარი გმირების - ექიმების ისტორიას კადრებით და ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით, ევექსის ქსელის 500-მდე ექიმის ფოტოს აერთიანებს.
"პრdzქტი მიზნად ისახავდა მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოსა და პირობებში, აᴢგვებეჭჸ ექიმების სამუშაო გარემო, ყოველდღიურობა, ემǃი᳥ბი, მათი დამოკიდებულება საქმისა და პაციენტების მიმართ და წელს, ექიმების საერთაშორისო პროფესიული დღის აღსანიშნავად, ევექსმა, როგორც პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელმა ყველაზე დიდმა ორგანიზაციამ, ამ პროექტის საშუალებით სცადა, გამოეხატა თავისი მადლიერება ექიმების მიერ გაწეული შრომისა და თავდადებისათვის." - აცხადებენ ევექსში.
ფოტოგამოფენა "პროფესია ექიმი - ემოციების გამოფენა" ექიმების საერთაშორისო დღეს, 30 მარტს 16:00-ზე გაიხსნება გალერეა და 5 აპრილის ჩათვლით ყველა მსურველს ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა.
მისამართი: ღვინის ქარხანა, გალერეა - ვასილ პეტრიაშვილის #1 (შესასვლელი მელიქიშვილის გამზირიდან)
გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია:
30 მარტი, 16:00-20:00
31 მარტი-5 აპრილი, 13:00-18:00
დასწრება თავისუფალია.