რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მომავლის პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი, პარტნიორებთან ერთად STEM მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტი - მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით მოსწავლეების დაინტერესებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
სწორედ ამ მიზნით, VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის და მეცნიერების მიმართულებით.
გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება.
განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 90 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს - 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30-ს ნაწილობრივ.
წ᳥ლს უკვე 2000-მდე მოსწავლემ ისწავლა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რაოდენობა კი 300-ზე მეტია.
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
STEM მიმართულებით განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.
წ᳥ლს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.
სულ მალე მონაწილეობის მსურველებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, მოემზადონ ოლიმპიადის დავალებებისთვის, გაიუმჯობესონ ცოდნა და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: