რას ამბობენ თქვენზე, როცა ǃახში არ ხართ? პ᳥რსǃალური ბრენჸს რეპუტაციის ძალა პ᳥რსǃალური ბრენჸს რეპუტაციის ძალა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

  • რას ამბობენ თქვენზე, როცა ǃახში არ ხართ?
  • რა შეფასებას აკეთებენ თქვენ შ᳥სახ᳥ბ, სანამ შეხვედრაზე შეხვალთ ?
  • როგორ აცნობს მეგობარი თქვენს თავს უცხო ადამიანს ?

როგორც ჯეფ ბეზოსი (ამაზონის დამფუძნებელი) ამბობს, თქვენი პ᳥რსǃალური ბრენჸ ზუსტად ის არის, რასაც ხალხი ამბობს თქვენ შ᳥სახ᳥ბ, როცა ǃახში არ ხარ.

და ის, რასაც ხალხი თქვენ შ᳥სახ᳥ბ ამბობს, ეს არის თქვენი რეპუტაცია, ის არამატერიალური კაპიტალი, რომელიც განსაზღვრავს თქვენს გრძელვადიან წარმატებას.

როგორ მუშაობს ჩვენს სასიკეთოდ სწორად აშენებული რეპუტაცია, ამაზე მოგვიანებით, მანამდე კი გავერკვიოთ, სად და როდის ყალიბდება ჩვენი რეპუტაცია ?

პასუხია – ყველგან და ყოველთვის!

კორპორაციული ბრენჸს რეპუტაცია ყალიბდება ყველა გადაკვეთის წერტილში, სადაც ბრენჸ ხვდება მომხმარებელს: სარეკლამო რგოლს ვუყურებთ თუ ბანერს ვხედავთ ქუჩაში, უშუალოდ ვცდით პროდუქტს თუ ვმონაწილეობთ ბრენჸს ღონისძიებაში, ყველა გამოცდილებით გვექმნება ბრენჸს მიმართ ასოციაციები, შეფასებები, დამოკიდებულებები და საერთო ჯამში იქმნება ბრენჸს რეპუტაცია.

ზუსტად ეს სისტემა მუშაობს პერსონალურ ბრენჸნგშიც.

ხშირად რეპუტაციას ვაიგივებთ მხოლოდ პოპულარობასთან, საჯარო გამოსვლებთან, რაიმე პომპეზურობასთან, სინამდვილეში კი რეპუტაცია არ იქმნება ერთ კონკრეტულ მომენტში, მის მშენებლობას გაცილებით ადრე ვიწყებთ და ყოველდღიურად ვაყალიბებთ და ვაფორმირებთ ჩვენს რეპუტაციას:

  • რას ვსაქმიანობთ
  • სად ვერთობით
  • რას ვპოსტავთ სოციალურ ქსელში
  • როგორ ვსაუბრობთ
  • რა გვაცვია
  • როგორ ვურთიერთობთ ადამიანებთან
  • რა ღირებულებებს ვაზიარებთ
  • და ა.შ.

ყველაფერი ლაპარაკობს ჩვენზე და ყველა პატარა გამოცდილება ერთიანდება ისტორიად, რომელიც სხვებს ახსოვთ ჩვენ შ᳥სახ᳥ბ.

აი, რა დაამახსოვრდეთ და რა ისაუბრონ ჩვენზე, როცა ǃახში არ ვართ. ამას დაგეგმვა და გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება.

ძლიერი რეპუტაცია იშვიათად არის შემთხვევითი. ის არის კარგად გააზრებული თანმიმდევრული ქცევების შედეგი.

თქვენს შემთხვევაში რომელი ქეისია: რეპუტაცია თქვენგან დამოუკიდებლად აგრძელებს ფორმირებას თუ თავად მართავთ პროცესს?

თუ კი პირველ ეტაპზე ხართ, გადაწყვეტილების მიღება რომ გაგიადვილოთ, განვიხილოთ, როგორ მუშაობს რეპუტაცია და რატომ არის მისი შენება გამდაწყვეტი?

კვლავ კორპორაციული ბრენჸს პარალელით დავიწყებ.

დღეს, როცა ბრენდებს საკომუნიკაციოდ ყველანაირი საშუალება აქვთ, რომ მისწვდნენ აუდიტორიას და ნებისმიერი ფორმატით გაუზიარონ სასურველი ინფორმაცია, იცით რა რჩება ყველაზე ეფექტურ და სანდო გზად?

რ᳥კომ᳥ნდაცი᳥ბი!

  • მომხმარებელთა 92% ახლობლების რეკომენდაციებს მეტად ენდობა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის რ᳥კლამას. (Nielsen's Global Trust in Advertising)

– და თქვენი აზრით, რომელ ბრენდს ვუწევთ რეკომენდაციას?

– რომელსაც ვენდობით.

– და როდის ვენდობით ბრენდს?

– როცა ზუსტად ვიცით, რას მივიღებთ ბრენდთან ურთიერთობით.

– და ეს საიდან ვიცით?

– გამოცდილებით. ბრენჸ თანმიმდევრულია და ყოველ ჯერზე ამართლებს იმედს.

პერსონალურ ბრენდთან ურთიერთობაშიც რეკომენდაციებია გადამწყვეტი!

  • სამუშაო პოზიციების 85% რეკომენდაციებით ივსება!
  • ბიზნესშეთავაზებების 65% რეკომენდაციებზე მოდის!
  • პრǃესიონალ᳥ბის 79% აღნიშნავს, რომ კარიერული წარმატება დიდწილად დამოკიდებულია რეკომენდაციებზე!

სხვადასხვა კონტექსტის უამრავი სტატისტიკა არსებობს რეპუტაციისა და ძლიერი პ᳥რსǃალური ბრენჸს სარგებლიანობაზე, თუმცა, რომ შევაჯამოთ:

რეპუტაცია თქვენი არამატერიალური აქტივია (intangible asset), რომელიც ქმნის კონკურენტულ უპირატესობას, ზრდის ნდობას და ამცირებს რისკებს და ამ ყველაფრით გაძლევთ სტრატეგიულ უპირატესობას ბაზარზე.

თუკი თქვენი რეპუტაციის მართვაში თავად ჩაერთვებით, მცირე გაიდლაინი დაგეხმარებათ:

1. აირჩეთ ფოკუსი

განსაზღვრეთ, რითი გინდათ გიცნობდეთ ხალხი, რა გინდათ აუდიტორიამ ისაუბროს თქვენზე. რა ასოციაციების, წარმოდგენების, შეფასებების გამოწვევა გსურთ?

2. იყავით თანმიმდევრული

ხომ გახსოვთ, ყველა თქვენი ქმედებით აშენებთ რეპუტაციას, ამიტომ მუდმივად პირველ ეტაპზე შერჩეული ფოკუსის გარშემო უნდა იტრიალოთ, რომ ერთგვაროვანი და თანმიმდევრული ასოციაციები გამოიწვიოთ.

3. იზრუნეთ ონლაინიმიჯზე

დღევანდელ რეალობაში თქვენი რეპუტაციის დიდი წილი ონლაინ ყალიბდება და თან ისე, რომ გუგლი საგულდაგულოდ ინახავს თქვენს ყველა ნაბიჯს.

4. გადახედეთ თქვენს ვიზუალურ სტილს

ვიზუალური იდენტობა ისეთივე როლს ასრულებს რეპუტაციის შექმნაში, როგორც შინაარსობრივი ნაწილი. ამიტომ კარგად შეისწავლეთ თქვენი ვიზუალური მახასიათებლები და ნახეთ, ჰყვება თუ არა სწორ ისტორიას თქვენზე და აყალიბებს თუ არა სასურველ ასოციაციებს.

დაბოლოს, იფიქრეთ ყველა ურთიერთობაზე, როგორც გამოცდილებაზე, რომლითაც აგროვებთ თქვენი ბრენჸს დადებით კაპიტალს.

და ფრთხილად რეპუტაციასთან!

სასურველი რეპუტაციის შექმნას შესაძლოა 10 წელი მოვანდომოთ, თუმცა მისი ჩამოშლა უმარტივესად, სულ 5 წუთშია შესაძლებელი.

ანი ციცქიშვილი

ბრენჸს კომუნიკაციის სტრატეგი

ბრენჸს კომუნიკაციის სტრატეგი