როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - "თ᳥გ᳥ტამ" Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

მასშტაბურმა ტექნოლოგიურმა კონფერენციამ, Change Inspire-მა, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ბიზნესლიდერები და ნოვატორები წელსაც გააერთიანა. , როგორც ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ქვეყანაში, ღონისძიების პარტნიორი იყო, "ცვლილებების კატალიზატორის" სტატუსით. კომპანიის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების შესახებ საკუთარი ხედვა და გამოცდილება გააზიარეს.

HT Solutions-ის ორგანიზებით გამართულმა Change Inspire 2026-მა, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, 1 000-ზე მეტ მონაწილეს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერსა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წევრებს უმასპინძლა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა NVIDIA, Google, Amazon და Microsoft. კონფერენციაზე "თ᳥გ᳥ტადან" ორი სპიკერი წარდგა: კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორი ბექა ციცქიშვილი და ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი ნიკა კოხოძე.

Change Inspire 2026-ის მთავარ სცენაზე საკუთარი ხედვა გააზიარა "თ᳥გ᳥ტას" ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელმა ნიკა კოხოძემ, რომელმაც ისაუბრა თემაზე - "რეაქტიულიდან პროგნოზირებად მიდგომამდე, ავტომობილის პერსონალიზებული მოვლის მომავალი".

ნიკა კოხოძე, "თ᳥გ᳥ტა ჰოლდინგი" ციფრული ტრანსფორმაციის ლიჸ: "ავტოს᳥რვისი მხოლოდ პრობლემაზე რ᳥აგირები აᴢარ შ᳥მოიფარგლება. მონაცემები და AI გვაძლევს შესაძლებლობას, ავტომობილ᳥ბის ტექნიკური საჭიროებები მანამ დავინახოთ, სანამ ისინი პრობლემად იქცევა. სწორედ ასეთ მიდგომაზე შენდება უფრო ეფექტიანი მომსახურება და მომხმარებლის პერსონალიზებული გამოცდილება. ამ ხედვის პრაქტიკაში გადმოტანაზე "თ᳥გ᳥ტა" აქტიურად მუშაობს, რადგან გვჯერა, რომ ავტოსერვისის მომავალი სწორედ პროგნოზირებად და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებზეა აგებული. ამგვარი მიდგომა ამცირებს გაუთვალისწინებელი დაზიანებებისა და ხარჯების რისკს, აუმჯობესებს მომსახურების ხარისხსა და ავტომობილ᳥ბის მფლობელთა გამოცდილებას".

ბექა ციცქიშვილმა კი Tech Stage-ზე აუდიტორიის წინაშე ისაუბრა თემაზე - "სერვისცენტრიდან ინტელექტუალურ ცენტრამდე: როგორ გარდაქმნის AI ავტომობილის ფლობის გამოცდილებას". "თ᳥გ᳥ტას" ტექნოლოგიურმა დირექტორმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც მომსახურების პროცესების ავტომატიზაციაზე, ისე ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენებაზე მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გასააზრებლად და უფრო სწრაფი, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ბექა ციცქიშვილი, "თ᳥გ᳥ტა ჰოლდინგის" ტექნოლოგიების მთავარი ǃიცერი: "ხელოვნური ინტელექტი ავტომობილ᳥ბის ინდუსტრიაში აᴢარ არის მომავლის კონცეფცია - ის უკვე ცვლის როგორც მომხმარებლის გამოცდილებას, ისე სერვისის მიწოდების მოდელს. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიები ყოველდღიურ მომსახურებაში ისე დავნერგოთ, რომ ავტომობილის ფლობა უფრო მარტივი, პროგნოზირებადი და კომფორტული გახდეს".

"თ᳥გ᳥ტასთვის" მსგავსი საერთაშორისო ტექნოლოგიური პლატფორმების მხარდაჭერა გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. კომპანია უკვე წლებია, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით პროექტებს აქტიურად ახორციელებს: ავითარებს AI-სა და მონაცემებზე დაფუძნებულ სერვისებს, ციფრულ პროდუქტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რათა მომხმარებელს უფრო სწრაფი, ზუსტი და პერსონალიზებული მომსახურება შესთავაზოს.

სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი იყო Change Inspire 2026-ში მონაწილეობაც. კონფერენციაზე წარმოდგენილი ორი თემა ასახავს იმ მიმართულებებს, რომლებზეც "თ᳥გ᳥ტა" ამჟამად მუშაობს - AI-ს პრაქტიკული გამოყენება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და მომხმარებლის გამოცდილების უწყვეტი გაუმჯობესება. კომპანიისთვის მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს შესაძლებლობას, გააზიაროს საკუთარი ცოდნა, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკას და ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.

--

" უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით "თ᳥გ᳥ტას" 28 სერვისცენტრი აქვს. "თ᳥გ᳥ტა" ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. "თ᳥გ᳥ტა" მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. "თ᳥გ᳥ტა ჰოლდინგი", 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.