საქართველოში Crowdfunding ასოციაცია დაფუძნდა რა სახის შესაძლებლობები იქმნება ქართული სტარტაპებისთვის?
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის ე.წ. Crowdfunding-სისტემის დამკვიდრება მნიშვნელოვანი კომპონენტია იმდენად, რამდენადაც სტარტაპებისთვის ახალ და უნიკალურ ალტერნატიულ დაფინანსების წყაროს ქმნის. სწორედ ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ საქართველოში მარიამ მიროტაძემ ქრაუდფანჸნგ-ასოციაცია (Crowdfunding Association of Georgia) დააფუძნა, რომლის მიზანს ქრაუდფანჸნგ-ეკოსისტემის განვითარება, უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა და დარგის სპეციალისტებთან ერთად ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს.
ასოციაცია სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და სოციალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქრაუდფანჸნგის ჯილდოზე, წილზე, სესხსა და დონაციაზე დაფუძნებული მეთოდების განვითარებას.
"სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი ქრაუდფანჸნგ-პლატფორმები, რომლის მეშვეობითაც სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვა არის შესაძლებელი, თითქმის არ არსებობს. მიზეზი კი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნებია − რეგულაციები, მათ შორის საკანონმდებლო და ფისკალური გაურკვევლობები. რა თქმა უნდა, არსებული პრობლემის გამოსწორების მიზნით, ასოციაცია იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რა მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები ჩვენი მხრივ უკვე გადადგმულია.
ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად ინდუსტრიის განვითარება და მისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვა. დარგში მომუშავე დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციის გაერთიანება, ქრაუდფანჸნგის მექანიზმის ერთად განვითარების მიზნით; რეგულირება და მმართველობა ციფრულ ფინანსებში; ქრაუდფანჸნგ-პლატფორმებს შორის თანამშრომლობა, კომუნიკაცია და მათი განვითარება; ფილანთროპიის ეკოსისტემის გაუმჯობესება და სხვა", − 鶹-თან საუბარში აღნიშნავს მარიამ მიროტაძე.

ქრაუდფანჸნგის მექანიზმით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, სტარტაპებს, იდეის ავტორებსა და ინვესტორებს კი ასოციაცია სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
- საკონსულტაციო/სატრენინგო მომსახურების გაწევა ქრაუდფანჸნგ-კამპანიების დაგეგმვაში;
- ქრაუდფანჸნგ-სტრატეგიის შექმნა;
- უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და მოზიდვა.
"ასოციაციის საქმიანობის მთავარ გამოწვევად დარჩება საზოგადოებაში ქრაუდფანჸნგის შესახებ ცნობადობისა და განათლების დონის ამაღლება, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაინტერესდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, ასოციაცია იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივაზე, ვინაიდან კანონმდებლობის არსებობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ მექანიზმის სრულყოფილად დანერგვა და განვითარება.
ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ ასოციაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საგადასახადო შეღავათების მიმართულებით, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორი ქრაუდფანჸნგ-პლატფორმებისთვის დემოტივაციის მიზეზი ხდება. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომლის შესწავლის შემდეგ შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში მათ ჸნ᳥რგვას", − განმარტავს მარიამ მიროტაძე.

რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, საერთაშორისო დონორებთან პარტნიორობით ასოციაცია 2023 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას განახორციელებს. მათ შორის, შეიქმნება ახალი, უნიკალური პლატფორმა, რომელიც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დაფინანსების ახალი წყაროების დასანერგად. დაინტერესებულ პირებს ორგანიზაცია ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლ᳥ების შესახებ ინფორმაციას მომდევნო წლის დასაწყისში გაუზიარებს.