საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა "სანამ ბიზნესს ჸიწყ᳥ბთ" შექმნა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - შექმნა. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის საწყისების შესახებ და პოტენციური თუ ახალბედა მეწარმეებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.

ახალი პლატფორმის მიზანია, ბიზნესის დაწყების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ინფორმირებული გახდეს, შედეგად, ბიზნეს იდეა რეალურ, ხელშესახებ საქმიანობად იქცეს.

პლატფორმა შემდეგ ძირითად მიმართულებებს აერთიანებს:

  • ბიზნესის გზამკვლ᳥ვი
  • რა არის სტარტაპი?
  • როგორ ჸვაგ᳥ნ᳥რიროთ ბიზნეს იდეა?
  • ბიზნესის რ᳥გისტრაცია
  • ჸფინანსების მოძიება
  • ბიზნეს გ᳥გმის ჸწ᳥რა
  • ბრენჸს გზამკვლ᳥ვი

პლატფორმაზე საინფორმაციო მასალები შექმნილია მარტივი, პრაქტიკული ფორმით, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ, თუ რა მეთოდები და გზებია საჭირო კონკურენტუნარიანი ბიზნესის შესაქმნელად.

"საქართველოს ბანკი არაერთი წელია, ბიზნესისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად ავითარებს. ახალი პლატფორმაც ამ ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ცოდნასა და პრაქტიკას ერთმანეთთან აკავშირებს და პოტენციურ მეწარმეებს რეალური გამოცდილებისთვის ამზადებს. პლატფორმა "სანამ ბიზნესს ჸიწყ᳥ბთ" ეხმარება ადამიანებს, გააანალიზონ საკუთარი იდეა, შეაფასონ რისკები და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მდგრად მეწარმეობას და გავაძლიეროთ ბიზნეს ეკოსისტემა ჯერ კიდევ იდეის ფორმირების ეტაპზე", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაიგეთ მეტი პლატფორმის შესახებ