Snapchat-ის ChatGPT-ით აღჭურვილი ჩეთბოტი My AI ამიერიდან ყველა მომხმარებლისთვის უფასო გახდება

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

Snapchat-ის აღმასრულებელი დირექტორის ევან შპიგელის თქმით, ამიერიდან ჭკვიანი ჩეთბოტი ყველა მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეცვალონ საკუთარი ავატარი, შეარჩიონ AR ფილტრები და შექმნან მათზე მორგებული Bitmoji. მიმდინარე წლის თებერვლიდან My AI მხოლოდ Snapchat+ მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

Snapchat-ის განცხადებით მალე ასევე მომხმარებლებს საშუალება ექნება My AI-ს გაუგზავნონ ვიზუალური მასალა და მიიღონ მასზე გენერირებული პასუხები.