თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მასშტაბური პროექტის - "გრანდ ავენიუს" - ინვესტორი გახდა.

"ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც მეტყველებს იმ ნდობაზე, რომელიც "არქის" მიმართ მაქვს. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი," - აცხადებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

- ქალაქის ახალი ცენტრი, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს, "ქალაქი ქალაქში" კონცეფციით იქმნება. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წინასწარი გაყიდვების გრანდიოზული ღონისძიება გამართა - 5 საათში კომპლექსის 644 ბინა გაიყიდა, რაც "არქის" ახალი რეკორდია.

"გრანდ ავენიუ" თანამედროვე სტანდარტებით იქმნება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლანდშაფტის განვითარებასა და მრავალფეროვან შიდა ინფრასტრუქტურას. ტერიტორიის 75%-ზე გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები, რაც თბილისის მასშტაბით უპრეცედენტოა.

პროექტის მიზანია თბილისის ამ ნაწილის გარდაქმნა თანამედროვე ტიპის ქალაქის ცენტრად, სადაც იქნება ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.