ვიღაცამ eBay-ზე $9 მილიონი გადაიხადა უორენ ბაფეტთან ლანჩისთვის - აი, კიდევ რა მიიღო მან სანაცვლოდ

By Jonathan Small

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

რამდენს გადაიხდიდით უორენ ბაფეტთან და სტეფ კარისთან ერთად ლანჩისთვის?
ერთი ადამიანისთვის, რომელიც ამ დროისთვის ანონიმურობას ინარჩუნებს, პასუხი
eBay-ზე დაფიქსირებული $9 მილიონი აღმოჩნდა. ერთკვირიანი აუქციონის
დასრულების შემდეგ, ყველაზე მაღალი ფასის შემომთავაზებელმა მაგიდასთან ადგილი გაინაღდა 95 წლის ინვესტირების ლეგენდასთან, NBA-ს ჩემპიონ სტეფ კარისთან და მეწარმე აიეშა კარისთან ერთად.

ლანჩი 24 ივნისს ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰაში, ბაფეტის $700-მილიარდიანი
იმპერიის, Berkshire Hathaway-ის მშობლიურ ქალაქში გაიმართება. ამასთან, მთავარ
გამარჯვებულს უფლება აქვს, თან შვიდამდე სტუმარი წაიყვანოს.

შემოსული თანხა თანაბრად გაიყოფა ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას შორის: GLIDE - სან-ფრანცისკოს ფონდი, რომელიც ქალაქის ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას ეხმარება, და Eat. Learn. Play. - არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც კარისებმა ოკლენდში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად დააფუძნეს.

თუმცა, მთავარი სიურპრიზი ის არის, რომ ბაფეტმა პირობა დადო, რომ $9-მილიონიან ფსონს ორივე ორგანიზაციისთვის სრულად გააორმაგებდა, რამაც ქველმოქმედებისთვის შეგროვებული ჯამური თანხა დაახლოებით 27 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Jonathan Small

鶹 Staff

Founder, Strike Fire Productions

Jonathan Small is a bestselling author, journalist, producer, and podcast host. For 25 years, he has worked as a sought-after storyteller for top media companies such as The New York Times, Hearst, 鶹, and Condé Nast. He has held executive roles at Glamour, Fitness, and and regularly contributes to The New York Times, TV Guide, Cosmo, Details, Maxim, and Good Housekeeping. His Small Talk substack focuses on generational differences.