10 შთამაგონებელი ციტატა დუეინ ჯონსონისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია

By Rose Leadem

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

პროფესიონალი სპორტსმენის, ჰოლივუდის მსახიობ-პროდიუსერისა და გინესის ხუთგზის რეკორდსმენისგან საკმაოდ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმატება ჭიდაობის არენაზე დაიწყო, დღეს დუეინ ჯონსონი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელია. იგი WWE-ის მძიმე წონის ექვსგზის ჩემპიონობიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად იქცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამის განხორციელებას შრომა, მოტივაცია და ვნება დასჭირდა − ეს თვისებები კი დუეინს მთელი ცხოვრების განმავლობაში ახასიათებდა.

ჭიდაობამდე დუეინი ფეხბურთს თამაშობდა და სანამ სერიოზულ ტრავმებს მიიღებდა, NFL-ში კარიერის გაგრძელებას აპირებდა. რეაბილიტაციის შემდეგ მან ჭიდაობას მიჰყო ხელი. მამისა და ბაბუის კვალდაკვალ (ორივე წარმატებული მოჭიდავე იყო) ჯონსონი სწრაფად გახდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე. მიუხედავად ამისა, 2001 წელს მან საკუთარი წარმატება რინგიდან კამერებამდე მიიტანა, სადაც ფილმში The Mummy Returns მთავარი როლი ითამაშა.

Fast and Furious-იდან დაწყებული Ballers-მდე ჯონსონმა ჰოლივუდის არაერთი ჰიტი შექმნა. მრავალი სპორტული და სამსახიობო წარმატების გარდა, მან გინესის ხუთი მსოფლიო რეკორდიც კი დაამყარა − ერთ-ერთი მათგანი სამ წუთში გადაღებული ყველაზე მეტი სელფია.

იქნება ეს სელფის გადაღება თუ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობად ჩამოყალიბება, აქ არის 10 ციტატა დუეინ ჯონსონისგან, რომელიც მოტივაციას შეგძენთ.

  • "ყოველთვის მეკითხებიან, "რა არის წარმატების საიდუმლო?", მაგრამ არ არსებობს საიდუმლოებები. იყავი თავმდაბალი, სიახლ᳥ების მოყვარული და ყველაზე შრომისმოყვარე";
  • "წარმატება ყოველთვის არ არის სიდიადე, ეს არის მუდმივობა. მუდმივი შრომისმოყვარეობა იწვევს წარმატებას, სიდიადე კი თავისით მოვა";
  • "1995 წელს ჯიბეში 7 დოლარი მედო და ორი რამ ვიცოდი ახლა საშინლად ღარიბი ვარ და ერთ დღეს ასე აღარ ვიქნები";
  • "მე მიყვარს დღევანდელი მოტივაციისთვის წარსულის მძიმე პერიოდების გამოყენება";
  • "შრომისმოყვარეობა ფუნდამენტურია: იყავი თვალსაჩინო, იმუშავე სხვებზე მეტი და დაეყრდენი საკუთარ თავს საქმის შესრულებისას";
  • "ყველაზე ძლიერი რამ, რაც შეიძლება ვიყო, ესაა საკუთარი თავი";
  • "წარმატება ნებისმიერ საკითხში ყოველთვის მოდის ფოკუსირებასა და ძალისხმევასთან ერთად. ჩვენ ორივეს ვაკონტროლებთ";
  • "ნუ შეგეშინდებათ იყოთ ამბიციური თქვენი მიზნების მიმართ. შრომისმოყვარეობა არ ჩერდება, არც თქვენი ოცნებები უნდა შეჩერდეს";
  • "თქვენ არ გჭირდებათ მიმართულებები, განუსაზღვრეთ საკუთარ თავს უმაღლესი წერტილი და იარეთ მისკენ";
  • "წარმატება არ მოდის ერთ ღამეში. ის მოდის მაშინ, როდესაც ყოველდღე ოდნავ უკეთესი ხდები, ვიდრე წინა დღეს იყავი. ეს ყველაფერი კი ერთად გროვდება".
Rose Leadem is a freelance writer for 鶹.com.