ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები ''ჰარი პოტერის'' წიგნებიდან უკვე 22 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოქვეყნდა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

WXYZ

"ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამომცემლობა Bloomsbury-მა პირველად 1997 წლის 26 ივნისს გამოაქვეყნა. ამ წიგნს წელს ოფიციალურად შეუსრულდა 22 წელი.

პირველი წიგნის გამოქვეყნება არც ისე მარტივი იყო მისი ავტორის, ჯოან როულინგისთვის. მას პირველად რამდენიმე გამომცემლობამ უთხრა უარი და თანაც იმხანად დიდი ფინანსური სირთულეები ჰქონდა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ უარი და ფინანსური სირთულეები ხელიხელჩაკიდებულები დაიარებიან.

"პირველი აგენტმა, რომელსაც მივმართე", − განაცხადა ერთხელ როულინგმა, − "წერილი გამომიგზავნა: ჩემი სია უკვე შევსებულია. საქაღალდე, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ, კონვერტში არ თავსდება". საქაღალდის ამბავმა ნამდვილად დამაფიქრა, რადგან თითქმის არ მქონდა ფული და იძულებული ვიყავი, სხვა მეყიდა".

ასეთი რთული დასაწყისის მიუხედავად, პოტერმა და როულინგმა ასობით მილიონი წიგნი გაყიდეს, ფილმების გაქირავებამ კი მათ მილიარდები მოუტანა. ასე რომ, თუ შთაგონების წყაროს ეძებთ ან თქვენი ბიზნესიდეის გამო დათრგუნვილად გრძნობთ თავს, იმაზე დაფიქრდით, რაც როულინგმა Twitter-ში თქვა წარუმატებლობაზე: "პირველი წერილი უარით, ჩემს სამზარეულოში, კედელზე გავაკარი. ის მაგრძნობინებდა, რომ ყველა ჩემს საყვარელ მწერალთან რაღაც მქონდა საერთო".

მსგავსი სტატია: 10 ციტატა "ვარსკვლავური ომებიდან", რომელიც ყველა ანტრეპრენერმა უნდა გაითვალისწინოს

იხილეთ, ფრაზები ჰარის პოტერის სერიებიდან შთაგონების წყაროს მოსაძებნად:

""

"არ შეიძლება ადამიანი მთლიანად ოცნებების სამყაროთი იყოს გარემოცული და ცხოვრება საერთოდ არ ახსოვდეს".

ჯოან როულინგი

""

"ეს ჩვენი არჩევანია, ჰარი, და ის გაცილებით უკეთ უჩვენებს, რანი ვართ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობები".

ჯოან როულინგი

""

"საზეიმოდ ვდებ ფიცს, რომ კარგი არაფერი მაქვს ჩაფიქრებული".

ჯოან როულინგი

""

"ნურასოდეს შეგრცხვება საკუთარი თავის", − ასე მეუბნებოდა ჩემი ბერიკაცი, − "გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ და მათთან საქმის დაჭერა არ ღირს".

ჯოან როულინგი

""

"ახალგაზრდა ვერასოდეს გაიგებს, რას ფიქრობენ სინამდვილეში მოხუცები, მაგრამ მოხუცები დამნაშავენი იქნებიან, თუ დაივიწყებენ, რას ნიშნავს ახალგაზრდობა".

ჯოან როულინგი

""

"ფრედთან და ჯორჯთან ერთად გაზრდა ერთს ნიშნავს", − ღრმააზროვნად თქვა ჯინიმ, − "უკვე ფიქრს იწყებ იმაზე, რომ თუ გამბედავი ხარ, შეუძლებელი არაფერია".

ჯოან როულინგი

"ჰარი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შენს თავში ხდება, მაგრამ ერთი გამაგებინე, რატომ უნდა ნიშნავდეს ეს იმას, რომ რეალური არ არის?"

ჯოან როულინგი

"

"ამ არეულ, ემოციურ სამყაროში იდეალური პასუხის მოძებნა შეუძლებელია. სრულყოფილება როგორც ადამიანებისთვისაა მიუწვდომელი, ისე მაგიისთვისაც მიუწვდომელია".

ჯოან როულინგი