"თქვენს ინტუიციას უნდა ენდოთ" კენდალ ჯენერი ტ᳥კილაზე, მდგრადობაზე და ანტრეპრენერის კარიერის დაწყებაზე საუბრობს

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

`

კენდალ ჯენერი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ხედავდა, როგორი სიხარულით სვამდნენ ტ᳥კილას მისი მშობლები − კრისი და კეიტლინი. ასე რომ, როდესაც მოდელს/მეგა-ინფლუენსერს 21 წელი შეუსრულდა, ტ᳥კილა სწრაფად გახდა მისი ნომერ პირველი სასმელი.

"მას ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვსვამ. ეს რთული და გემრიელი ალკოჰოლური სასმელია და გამოხდის პროცესში მასზე დიდი გავლენის მოხდენა შეიძლება სხვადასხვა გზით. ეს ნამდვილად საინტერესოდ მიმაჩნია", − განუცხადა ჯენერმა 鶹-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ტ᳥კილას სიყვარული იყო მისი შთაგონების წყარო. მან უბიძგა ორი წლის წინ თავისი პირველი კომპანიის საწარმო დაეარსებინა − 818 Tequila. საქმიანობის დაწყების პირველ შვიდ თვეში კომპანიამ 1,5 მილიონი ბოთლი გაყიდა და ამასთან ეს ტ᳥კილას ბრენდია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე კარგად იყიდება.

თუმცა, ჯენერმა და 818 Tequila-მ საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურეს. სოციალურ მედიაში ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ბრენდმა მუშებსაც გაუწია ექსპლუატაცია და მიწასაც ჰელისკოში, მ᳥ქსიკაში, სადაც აგავას მოსავალს იღებენ და ხდიან.

ეს შიშები B Corp-ის ახალმა სტატუსმა უნდა გაფანტოს. გასული თვის ბოლოს, 818 Tequila არაკომერციული სერტიფიცირების ორგანიზაცია B Lab-მა გადაამოწმა. კერძოდ, აკმაყოფილებდა თუ არა კომპანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ სტანდარტს. კომპანიის ოპერაციები და ბიზნესმოდელი საგულდაგულოდ შეამოწმეს, დაადგინეს, საზოგადოებასა და გარემოზე რა სახის გავლენას ახდენდა, და მან ტესტი ჩააბარა.

818 Tequila არაკომერციული ორგანიზაცია S.A.C.R.E.D-ის პარტნიორია (აგავას გადარჩენა კულტურის, დასვენების, განათლებისა და განვითარებისთვის), ეს უკანასკნელი მექსიკის საზოგადოებებს ეხმარება, სადაც აგავათი ტრადიციულ ალკოჰოლურ სასმელებს ამზაჸბ᳥ნ. ჯენერის კომპანიამ კი, მეზკალის სახდელში, სან ხუან დე ესპანატიკაში ბიბლიოთეკის, საქველმოქმედო ოფისების, საყრდენი კედლისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სადეგუსტაციო ოთახის აშენებაში შეიტანა საკუთარი წვლილი.

კომპანიისთვის ასევე პრიორიტეტია მდგრადი განვითარება. ტ᳥კილას წარმოება სპირტსახდელში წარმოების ნარჩენებით, ბიომასის ქვაბების გამოყენებით ხდება, რაც კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აგავას სასიცოცხლო ციკლს ახანგრძლივებს და CO2-ის გამოყოფას ამცირებს.

ჯენერს მისი ტ᳥კილას გზაზე ვესაუბრეთ.

რატომ იყო თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი, 818 Tequila-ს ნაწილის სამყაროსთვის დაბრუნება?
ჯ᳥ნ᳥რი: იმ წამიდან, რაც კომპანია დავაარსეთ და ჰალისკოში პირველად ჩავედი, ვთქვი, რომ ვალის დაბრუნება პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის. მინდოდა ჩვენი საფუძველი მდგრადობა ყოფილიყო. ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანი გახლდათ, მთელი ჩვენი წარმოების პროცესისა და მიწოდების ჯაჭვში კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოგვეჩინა დედამიწის მიმართ.

ტ᳥კილა მ᳥ქსიკაში ამზაჸბ᳥ნ, მაგრამ მას 818 ჰქვია, რაც თქვენი კალიფორნიის ტერიტორიის, კოჸ. რატომ?
ამ ბრენდს 818 დავარქვი. იგი ჩემი მშობლიური ქალაქის სიმბოლოა კალიფორნიაში და შეგრძნება ქმნის, რომ განსაკუთრებულ დღეებს ახლობლებთან ერთად ტ᳥კილათი აღვნიშნავ. შეიძლება 818 ჩემი სახლია, მაგრამ დედამიწა ნებისმიერი ჩვენგანის სახლია, ამიტომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას 818-ში, რაც შეიძლება მდგრადი იყოს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ.

რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად ტ᳥კილას კომპანიის შექმნა? რა მოგწონთ ამ სასმელში?
ეს რთული და გემრიელი ალკოჰოლური სასმელია, და მასზე გამოხდის პროცესში სხვადასხვა გზით დიდი გავლენის მოხდენა შეიძლება, ეს ნამდვილად საინტერესოდ მიმაჩნია. ასევე შესანიშნავია ის, რომ ჩემს თაობას გავაცანი ტ᳥კილა, როგორც სასმელი, რომელსაც წრუპავ და თან დღესასწაულს აღნიშნავ. ეს უბრალოდ დალევა არ არის.

რა გამოარჩევს 818-ს ყველა სხვა ანტრეპრენერული წამოწყებიდან?
დამოუკიდებლად პირველად დავაარსე კომპანია, ასე რომ, 818 არსებითად განსხვავდება ჩემი სხვა წამოწყებებისგან. მე შევძელი და იმას მივაღწიე, რაც კომპანიაში ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგალითად, 818-ისთვის მდგრადობა უზარმაზარი პრიორიტეტია. ჩვენ 1% ვართ ამ პლანეტისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 818-ის ყოველი გაყიდული ბოთლით, გარემოს დამცავ არაკომერციულ ორგანიზაციებს შემოსავლის 1%-ს შევწირავთ. ამასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გარემოზე ჩვენი წარმოების ზემოქმედება შევამციროთ. მაგალითად, ჩვენი სახდელი ქარხანა ბიომასაზე და მზის ენერგიაზე მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ წიაღისეულ საწვავზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული.

რა არის თქვენთვის ყველაზე რთული ანტრეპრენერის კარიერაში?
ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში თავიდან მომხმარებელი ვიყავი, და მალე მივხვდი, რამდენად რთულია ეს ბიზნესი. იმასაც მივხვდი − ჩემი იდეა რომ რეალობად მექცია, აშშ-ში სპეციალისტები უნდა მეპოვა. მექსიკამ კი, ამ ტ᳥კილას შექმნისადმი ჩემი გატაცება გაიზიარა. 6+ წლიანი მუშაობის შემდეგ, უამრავი რამ ვისწავლე ინდუსტრიაზე და ტ᳥კილას წარმოებაზე.

მაგალითად, როდესაც სასმელ 818-ზე ვმუშაობდით, გავიგე, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერ ფაქტორს გავლენა მოახდინოს და გემოს პროფილი შეუცვალოს ტ᳥კილას მომზადების პროცესში − აგავათი და ღუმელით დაწყებული, დისტილაციის პროცესით, კასრით და ა.შ. დამთავრებული. ჩვენი ტ᳥კილას დასამზადებლად ტრადიციულ მეთოდებს ვიყენებთ, ამავე დროს, მდგრადობაზეც ვზრუნავთ როგორც შეგვიძლია. თანამედროვე მდგრად ტექნოლოგიასა და ტრადიციულ მეთოდებს შორის წონასწორობის პოვნა სასწავლო პროცესი იყო, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან სახდელ ქარხანაში, რომელიც ჩვენს ვალდებულებებს იზიარებს, პარტნიორი ვიპოვეთ.

რა არის საუკეთესო ბიზნესრჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ?
თქვენს ინტუიციას უნდა ენდოთ − ეს უზომოდ მნიშვნელოვანია. შესაფერისი ადამიანები უნდა დაიქირაოთ, სპეციალისტებს უნდა მოუსმინოთ, რომლებიც თქვენ გარშემო არიან და თქვენს მოსაზრებებში უნდა იყოთ დარწმუნებული.

რა ისწავლეთ თქვენი გზის სხვა ეტაებზ᳥, რომლებიც 818-ში გაჸიტანეთ?
მოქნილი და გულმოდგინე უნდა იყო. ადამიანები "არა-ს" გეტყვიან, თქვენს იდეებზე უარს იტყვიან და არ დაგიჯერებენ, მაგრამ მთავარია თქვენი იდეის ერთგული დარჩეთ და შეუპოვრად გააგრძელოთ გზა.