რა გვასწავლა გაი კავასაკიმ - მასტერკლასი სტარტაპ გრაინდიდან თუ წარმატების მიღწევა გსურთ, კარგი მთხრობელი უნდა იყოთ.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

Nordic Business Forum

ევროპისა და აზიის მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია დასრულებულია. სტარტაპ გრაინდის ღონისძიებას თბილისმა რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. სამდღიანი ონლაინ კონფერენცია 100-ზე მეტმა სპიკერმა წარმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი ანტრეპრენერი, ბრენდ ევანგელისტი და მარკეტინგის გურუ - გაი კავასაკი იყო.

მათ, ვისაც სტარტაპ სამყაროსთან ერთხელ მაინც ჰქონიათ შეხება, გაი კავასაკის შესახებაც სმენია. სტარტაპ გრნაიდის კონფენეციაზე გაიმ სწორედ ის გაკვეთილები გაგვიზიარა, რომ᳥ლიც მან წარმატებული სტარტაპების დასაფუძნებლად შეაგროვა. სტარტის ხელოვნება - სწორედ ამ სათაურით დაიწყო გაი კავასაკის გამოსვლა, რომ᳥ლიც ანტრეპრენერებისთვის არა მარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ და პირადი გამოცდილებით გამყარებულ რჩევებს აერთიანებდა.

გთავაზǃთ გაი კავასაკის რამდენიმე რჩევას, რომ᳥ლიც წარმატებული სტარტისთვის ჸგ᳥ხმარებათ:

  • დასვით მარტივი კითხვები - რას შეცვლის თქვენი იდეა? საინტერესოა ის თქვენი მომხმარებლისთვის? არსებობს უკეთესი, უფრო მარტივი გზა, რომ᳥ლიც ადამიანებს დაეხმარება?

გაი კავასაკი, რომ᳥ლიც მრავალი წლის განმავლობაში სტივ ჯობსთან ერთად მაკინტოშის პროექტებზე მუშაობდა, გვიყვება, რომ სწორედ ამ კითხვებით დაიწყო Apple-მა ინოვაციური პროექტების წარმოება. მათ სწორედ ამ კითხვით - რატომ არ შეიძლება კომპიუტერი იყოს უფრო პატარა ზომის - შეძლეს პროდუქტის განვითარება.

  • დაიწყეთ მოქმედება - ანტრეპრენერობა პროცესია. თქვენი პირველი პროდუქტი იდეალური ვერ იქნება, მთავარია, ის დროთა განმავლობაში გაუმჯობესდეს. დიახ, არც მაკინტოშის პირველი კომპიუტერი იყო საუკეთესო.
  • შექმენით თქვენი მანტრა - მოიფიქრეთ 2-3 სიტყვა, თუ რატომ უნდა არსებობდეს თქვენი კომპანია - ამბობს გაი და აღნიშნავს, რომ მისი პერსონალური მანტრაა - ადამიანების გაძლიერება.
  • თუ წარმატების მიღწევა გსურთ, კარგი მთხრობელი უნდა იყოთ. მოუყევით ადამიანებს თქვენი პერსონალური ისტორია, ის აუცილებლად უნდა იყოს კონკურენტებისგან გამორჩეული.
  • ნაკლებად კვალიფიციური, თუმცა, მონდომებული თანამშრომელი უფრო ჸგ᳥ხმარებათ, ვიდრე გამოცდილი, მაგრამ ისეთი, რომელსაც თქვენი წარმატება არ აინტერესებს. მოძებნეთ თქვენზე ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი საქმის კეთება, რაც თქვენ არ გეხერხებათ.
  • გამოიყენეთ სოციალური მედია, ეს მარკეტერების ახდენილი ოცნებაა - ინფორმაცია და უკუკავშირი ასეთი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა. მოუსმინეთ ინფლუენსერებს, რომლებიც თქვენი პროდუქტის ბედს განსაზღვრავენ. გაი ამბობს, რომ ინფლუენსერები არა ექსპერტები, არამედ მომხმარებლები არიან, რომელთა კომენტარებიც ამაზონსა და სხვა საიტებზე პროდუქტის რეიტინგს ქმნის.
  • და ბოლოს, ნუ მისცემთ სხვებს უფლებას იმედი გაგიცრუონ, ისინი შესაძლოა ვერ ხედავენ თქვენი იდეის ინოვაციურობას.

გაი კავასაკი არაერთი ბესთსელერის ავტორია, რომლებიც სტარტაპერებს სწორად მენეჯმენტში ეხმარება. ამჟამად გაი გრაფიკული დიზაინის კომპანია Canva-ს ევანგელისტი და მერსედეს ბენცის ბრენდ ამბასადორია. კავასაკი "სილიკონ ველიზე" ცნობილია როგორ ვენჩურული კაპიტალისტი, ინვესტორი და ერთ-ერთი საუკეთესო მრჩეველი მარკეტინგის, სოციალური მედიისა და ინოვაციური სტარტაპების მიმართულებით.

გაი კავასაკის გამოსვლა სრულად შეგიძლიათ იხილოთ

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი