რამდენიმე წესი, თუ როგორ გახდეთ იდეალური ლიდერი

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

Pixabay

ლიჸრობა საკმაოდ რთული და გარკვეული უნარების, დამოკიდებულებების სინთეზით მიღებული სტატუსია.

ალბათ დაგვეთანხმებით, კარგ ლიდერად ჩამოყალიბებისთვის დისციპლინა, შრომა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე განვითარებაა საჭირო. როგორც ამბობენ, კარგ ლიდერად არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან. გთავაზობთ რამდენიმე მთავარ პრინციპს, რომლის დაცვა ყველა ლიდერისთვის სასარგებლო და აუცილებელიც კია.

მოუსმინეთ თქვენს გუნდს

ყოველთვის მოუსმინეთ თქვენი გუნდის წევრებსა და თანამშრომლებს. მაშინაც კი, თუ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები თქვენთვის არცთუ მისაღებია.

მსგავსი სტატია: როგორ გავხჸთ უკეთესი ხ᳥ლმძᴢვან᳥ლი

გახადეთ კომუნიკაცია ეფექტური და გამჭვირვალე

ეცადეთ, ყოველთვის გასაგებად ჩამოაყალიბოთ თქვენი მოლოდინი და გეგმები. სასურველია, თქვენმა გუნდმა ზუსტად იცოდეს, რას მოელით მათგან.

იყავით სამაგალითო

თქვენმა გუნდმა სწორედ თქვენი მაგალითით უნჸ იხელმძღვანელოს. თანამშრომლები აუცილებლად დაგაკვირდებიან ქცევებზე, საქმისადმი მიდგომაზე, პასუხისმგებლობის გრძნობასა და შრომისმოყვარებაზე, და იცოდეთ, აუცილებლად მოგბაძავენ.

იყავით ემǃიური

თუ თქვენს ბიზნესთან ემǃიური ბმა არ გაქვთ, იცოდეთ, არასწორ გზას ადგახართ. შეუძლებელია კარგად და ხარისხიანად აკეთო საქმე, რომელთანაც გრძნობები, ვნება და აღმაფრენა არ გაკავშირებთ. დაფიქრდით ამაზე.

მსგავსი სტატია:

იყავით თანმიმდევრული და ადეკვატური

დაე, თქვენმა გუნდის წევრებმა სწორად განსაზღვრონ წინასწარ ამა თუ იმ მოვლენაზე, ქმედებაზე თქვენი რეაქცია. თქვენი ადეკვატურობა მისცემს მათ საშუალებას, იქონიონ სწორი მოლოდინი და შესაბამისად იმოქმედონ.

მიიღეთ პრინციპული გადაწყვეტილებები

ნუ დატოვებთ საკითხებს დიდი ხნით გადაწყვეტილების გარეშე. შეეცადეთ, სწრაფად, ყველა რისკისა და პირობის გათვალისწინებით გააკეთოთ დასკვნები და რაც მთავარია, არასოდეს ინანოთ საკუთარი გადაწყვეტილებები.

იყოლიეთ მენტორები და მისაბაძი პიროვნებები

თქვენ გარშემო ყოველთვის არიან ადამიან᳥ბი, რომელთა თვისებები, მიღწევები, მიდგომები აღფრთოვანებას იწვევს და გიჩნდებათ სურვილი მიბაძოთ, რაც ძალიანაც კარგია. ეცადეთ ახლოს იყოთ ასეთ პიროვნებებთან, გაიზიაროთ მათი კარგი გამოცდილება და ისწავლოთ მათ შეცდომებზე. ეს ერთიორად წაგწევთ წინ.

მსგავსი სტატია: მოჸლი მ᳥ნტǃი

მხǃǃ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიეთ

მიეცით თქვენს გუნდს მოქმედების თავისუფლება და გარკვეული გადაწყვეტილებების თავად მიღების საშუალება. უარი თქვით მიკრომენეჯმენტზე და მხǃǃ იმ შემთხვევაში ჩაერიეთ საკითხის გადაწყვეტაში, როცა ამის აუცილებლობა რეალურად დადგება.

გააცნობიერეთ თქვენი ძლი᳥რი მხარეები

ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ძლი᳥რი მხარეები. თუკი დავის გადაჭრა საუკეთესოდ გამოგდით, მაშინ ნუ დაელოდებით თქვენს თანამშრომლებს და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის თავად იმოქმედეთ.

მსგავსი სტატია: 12 რამ, რასაც მხǃǃ შინაგანად ძლი᳥რი ადამიან᳥ბი აკეთებენ

სუსტი მხარეები

ყველა ადამიანს აქვს უნარები და თვისებები, რომლითაც უკმაყოფილოა. აღიარეთ საკუთარ თავთან თქვენი სუსტი მხარეები და სასწრაფოდ შეუდექით მათ გამოსწორებას, იმუშავეთ საკუთარ თავზე.

ყოველთვის აღიარეთ დაშვებული შეცდომები

ვის არ მოსვლია შეცდომა? ცხადია, გამონაკლისი არც თქვენ ხართ. ყოველთვის ეცადეთ, აღიაროთ საკუთარი შეცდომები და არასოდეს გადააბრალოთ ისინი სხვას. შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღება და მის გამოსასწორებლად ზრუნვა მხǃǃ პიროვნულად გაგზრდით და თანამშრომლების თვალშიც პატივისცემას შეგძენთ.

სიფრთხილით შეარჩიეთ პარტნიორები

მხǃǃ იმ ადამიანებთან გაიყავით საქმე, რომელთაც ენდობით და ვისზე დაყრდნობაც თავისუფლად შეგიძლიათ. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა საწყის ეტაპზე ცივი გონებით პარტნიორის შერჩევა ერთ-ერთია, რაც სამომავლო შესაძლო შეცდომებისგან ნამდვილად დაგიცავთ.

მსგავსი სტატია: 10 საკითხი, რომ᳥ლიც ბიზნესპარტნიǃთან კონტრაქტზ᳥ ხ᳥ლის მოწ᳥რამდე უნჸ გაარკვიოთ

მუდმივად აფართოეთ სანაცნობო წრე

ყოველთვის ეცადეთ დაამყაროთ ახალი კონტაქტები, გაიცნოთ ადამიან᳥ბი, რომელთა შორის შესაძლოა ძალიან კარგი პარტნიორი, თანამშრომელი, თანამოაზრე ან უბრალოდ იდეალური მრჩეველი იყოს. კონტაქტები უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში.

მსგავსი სტატია: ურთიერთობ᳥ბის უკეთ ჸსამყარებლად ამ 5 უნარს უნჸ ჸეუფლǃ

აკონტროლეთ რეაქციები

ნუ იქნებით იმპულსური, ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ ნებისმიერ სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიახლეს ან მოვლენას. აჯობებს, კარგად გააანალიზოთ თითოეულის არსი, დადებითი და უარყოფითი მხარეები, და მხǃǃ შემდეგ იქონიოთ რეაქცია და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები. ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იშვიათად მოაქვს სარგებელი.

იხალისეთ

გუნდთან ერთად დროის გატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენ ხომ ერთი ოჯახი ხართ და საქმის გარდა პიროვნული ურთიერთობები გაკავშირებთ. ამიტომ ხანდახან გვერდით გადადეთ ყველანაირი საქმე და ჭიქა ხარისხიანი ღვინის დასაგემოვნებლად ერთად წადით, ისიამოვნეთ, იცინეთ, იხალისეთ.

მსგავსი სტატია: ინჸვიჸალური საფრენი აარატის ქართვ᳥ლი გამომგǃებელი
鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი