4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმdzბა საქართველოში გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

鶹 Georgia

"მწვანე", ეკომეგობრული პრინციპების გათვალისწინება თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი ახალი შესაძლებლობა და მზარდი ტრენდია. ბიზნესკომპანიები სხვადასხვა სახით ცდილობენ საკუთარი საქმიანობა არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ ეკოაუცილებლობებსა და გამოწვევებს მოარგონ, რითაც ეფექტურად პასუხობენ როგორც გლობალურ ეკოლოგიურ გამოწვევებს, ასევე მომხმარებლების მოთხოვნას.

წლიდან წლამდე იზრდება "მწვანე" ბიზნესკომპანიების რიცხვი მთელ მსოფლიოში და მას არც საქართველო ჩამორჩება. დღეს უკვე არაერთ კომპანიას აქვს დეკლარირებული გარემოსდაცვით მიზნებთან თავსებადობა მისი ეკომეგობრული პროდუქტის წარმოების საშუალებით.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

AE Solar | მზის პან᳥ლ᳥ბის წარმdzბა

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პან᳥ლ᳥ბის საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც გერმანული კომპანია AE Solar-ის ქართულ ფილიალს წარმოადგენს. იგი გერმანული მრავალმილიონიანი ინვესტიციით განხორციელდა. სწორედ ქუთაისში წარმოებული მზის პანელებით მომარაგდება 3 კონტინენტის − ევროპის (კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნები), ამერიკის შეერთებული შტატებისა და აზიის არაერთი ქვეყანა.

საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართზეა განთავსებული და გეგმის მიხედვით, წლიურად 500 მეგავატი სიმძლავრის პანელები უნდა აწარმოოს. თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პირობებში, პირველ ეტაპზე ქუთაისიდან პანელები ევროპის ბაზარზე გავა.

FREGOBUS | ელექტრǃვტǃუსების წარმdzბა

FregoBus საქართველოში ელექტრǃვტǃუსების წარმdzბას ისახავს მიზნად. პროექტი ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, თუმცა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და საქალაქო ელექტროტრანსპორტი დედაქალაქში უკვე გადაადგილდება. რამდენიმე თვეში საწარმოც გაიხსნება, რისთვისაც უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები ჩინურ ZTE Corporation-სა და გერმანულ EURABUS-თან.

FregoBus-ის ინიციატივითა და ამ ორი უდიდესი საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით, 2019 წლის ბოლოს, ქვეყანა ელექტრǃვტǃუსების პირველ ნაკადს გამოუშვებს. გეგმის მიხედვით, 2019 წლის ბოლოს ქალაქის ქუჩებში თბილისში წარმოებული ელექტროავტობუსები გამოჩნდებიან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროავტობუსები ეკოლოგიაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, რადგან მას არ გააჩნია გამონაბოლქვი. კომპანიის დაკვეთით კვლევაც ჩატარდა, რომლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ელექტროავტობუსებით ჩანაცვლდება, თბილისში CO2-ის გამოყოფა 30 ათასი ტონით შემცირდება და დაბინძურების მაჩვენებელი საგრძნობლად დაიწევს.

მსგავსი სტატია: FREGOBUS

"აიქარი" | ელექტრǃǃილის წარმdzბა
ქუთაისში ეკǃǃიური ელექტრომობილების წარმdzბა წელს დაანონსდა. კომპანია "აიგრუპი" ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე "აიქარის" საწარმოს აშენებს. ელექტრომობილების დიზაინზე ცნობილი ქართველი ინდუსტრიული დიზაინერი, ზვიად ციკოლია ზრუნავს.

კომპანიას ფართომასშტაბიანი გეგმები აქვს, რომლის მიხედვით 2019 წლის ბოლოს დაგეგმილია საწარმოო ხაზის სრულად გაშვება, ხოლო 2020 წლის დასაწყისიდან კი წარმdzბა უკვე აქტიურ ფაზაში შევა. კომპანიაში თავდაპირველად 300 ადგილობრივი დასაქმდება და წელიწადში 5000 ელექტრომობილს გამოუშვებს. პროდუქტი როგორც ექსპორტზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი.

"ბიǃიზელ ჯორჯია" | ეკǃǃიური საწვავის წარმdzბა

კომპანია "ბიǃიზელ ჯორჯია" ეკოლოგიურად სუფთა საწვავს აწარმოებს, რაც მავნე და მძიმე მეტალებით დაბინძურებული გამონაბოლქვის შემცირებას შეუწყობს ხელს. წარმოების ტექნოლოგია და ლაბორატორია ულტრათანამედროვე ევროპული ტექნიკითაა აღჭურვილი.

"ბიǃიზელ ჯორჯია" ნავთობკომპანია FREGO-სთან თანამშრომლობს, რის შედეგადაც მისი შეძენა წლევანდელი წლიდან FREGO-ს ავტოგასამართ სადგურებში იქნება შესაძლებელი, ფასი კი საბაზრო ღირებულების შესაბამისი იქნება.

ბიǃიზელის მთავარი ღირებულება საწვავის ეკომეგობრულობაა. გარდა ამისა, იგი ძრავას სტანდარტულ საწვავზე ბევრად უკეთაც ინარჩუნებს, რადგან მისი ყველაზე დატვირთული ნაწილები ბლანტ სითხეში უფრო ეფექტურად მუშაობს და ცვეთაც ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად ბიǃიზელი 2014 წელს ილიას უნივერსიტეტის საპილოტე პროექტის ფარგლებში დაამზადეს.

მსგავსი სტატია: ბიǃიზელი ეკǃǃიური საწვავი საქართვ᳥ლოჸნ