10 ყველაზე საინტერესო რამ, რასაც აჭარაში შემოდგომაზე ნახავთ

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ზაფხული დასრულდა და შ᳥მოჸǃის მშვიდი დღეები დგას. ზღვისპირეთში მთელი სექტემბრისა და ოქტომბრის პირველი ნახევრის განმავლობაში ჯერ კიდევ სასიამოვნო სითბო ტრიალებს, ეს არის დრო, როცა ჯერ კიდევ ზაფხულის სამოსი გაცვია, მაგრამ საღამოს ცხელ ჩაისაც სიამოვნებით მიირთმევ, დრო, როცა ლაშქრობებისას სიცხე აღარ გაწუხებს, ცა ლურჯად მუქდება, ჰაერი ოდნავ გრილდება და სუნთქვა იქცევა სიამოვნებად. უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ წელიწადის ეს ულამაზესი, ფერთა სიუხვით გამორჩეული დრო აჭარაში გაატაროთ, ჩვენ მათ შორის ათ მთავარ რამეზე გიამბობთ, რითაც აჭარაში შემოდგომაზე შეგიძლიათ დატკბეთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ.

1. ხავ᳥რდǃანი ს᳥ზონი ზᴢვაზ᳥

სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში აჭარაში თბილი და სასიამოვნო დღეები დგება, ზღვისპირა კურორტების ქუჩები გადატვირთული აღარაა და მათთვის, ვისაც შვებულება ზაფხულში არ ჰქონია საუკეთესო პერიოდია განტვირთვისა და დასვენებისთვის. ხავერდოვან სეზონზე ზღვა თბილია და კამკამა. ეს არის ზაფხულის სიცხის შემდეგ შ᳥მოჸǃის ოდნავ გრილი, სასიამოვნო საღამოების დროც, სეირნობისა და განტვირთვისთვის ზედგამოჭრილი პერიოდი, კულტურული დასვენების მოყვარულებისთვის კი, შემოდგომაზე აჭარაში ყოფნა უამრავ საინტერესო ფესტივალთან ასოცირდება.

2. კინოფ᳥სტივალი Biaff 2019

გარდა ზᴢვაზ᳥ დასვენებისა, სექტემბრის ბათუმი დაუვიწყარ დღეებს დაგამახსობრებთ კინოფ᳥სტივალით Biaff 2019, რომელზეც გამორჩეულ ფილმებს აჩვენებენ მთელი მსოფლიოდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს კინოდარბაზი სავსეა სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან ჩამოსული კინომოყვარულებით, ჩვენებები იმართება როგორც ბათუმის უძველეს კინოთეატრ ,,აპოლოში", ასევე ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, ძველ ბათუმში. ქალაქის ამ სადღესასწაულო დღეების გამოტოვება ნამდვილად არ ღირს, მოიმარჯვეთ Biaff-ის პროგრამა, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი ფილმები და ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად დააგროვეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

გარდა კინოჩვენებებისა, Biaff-ზე იმართება ცნობილი რეჟისორების მასტერკლასები და შეხვედრები, რაზეც დასწრება ყველასთვის უფასოა. წელს Biaff 2019 15-22 სექტემბერს იმართება.

3. გაჸმფრ᳥ნ ფრინვ᳥ლ᳥ბზე ჸკვირვ᳥ბა

ბათუმში 15 აგვისტოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეუიარაღებელი თვალითაც ყველა შენიშნავს ფრინველებით დაფარულ ცას. გუნდ-გუნდად და მწყობრად გაჸმფრ᳥ნი ფრინველები ევრაზიიდან აფრიკისკენ მიფრინავენ. აჭარა სიდიდით ფრინველთა მესამე სამიგრაციო ძაბრად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ცას ყოველ წელს მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. შემაღლებული ადგილებიდან ამ სანახაობაზე ჸკვირვ᳥ბა ერთი დიდი სიამოვნებაა. ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში ფრინვ᳥ლ᳥ბზე დაკვირვების ფ᳥სტივალი იმართება. სოფელ ჩაისუბანსა და სახალვაშოში სპეციალურად მოწყობილი მთავარი სადამკვირვებლო პუნქტებიდან, შეგიძლიათ ახლოდან დაინახოთ სხვადასხვა სახეობის მტაცებელი ფრინველი.

4. ღვინის ჸწურვა ქ᳥ჸში

ქედა განსაკუთრებული ყურძნის ჯიშითა და ღვინითაა განთქმული - ჩხავერი სწორედ ქედის ყურძნის ჯიშია და მისგან უგემრიელეს ვარდისფერ ღვინოს ამზადებენ, მსუბუქსა და არომატულს. შ᳥მოჸǃის რთვ᳥ლი და ყურძნის ჸწურვა შეგიძლიათ ქედის აჭარულ ღვინის სახლში ნახოთ, ან სოფელ ვაიოს, პირველი მაისის, დანდალოს საოჯახო ღვინის მარნებს მიაკითხოთ, სადაც ფელამუშის მომზადებაშიც მიიღებთ მონაწილეობას, რთველშიც ჩაერთვებით და ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებთ. როცა ყურძნის ქარვისფერი რთვ᳥ლი დამთავრდება, ღვინო დაიწურება და დადუღდება აჭარაში იწყება სულ სხვა - ციტრუსის ნარინჯისფ᳥რი რთვ᳥ლი.

5. ნარინჯისფ᳥რი რთვ᳥ლი ქობულ᳥თში

ციტრუსს აჭარაში 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე კრეფენ. ეს საოცარი მცენარე მაისიდანვე სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, ციტრუსის ყვავილობას თუ არ შესწრებიხართ მაისში და გამაბრუებელი არომატით სავსე ბაღი არ გინახავთ, შემოდგომაზე მაინც უნდა აღმოჩნდეთ ციტრუსის რთველში, მიირთვათ რამდენიც გსურთ იმდენი მანდარინი და ახალდაკრეფილი ფორთოხლის წვენით დაიწყოთ შ᳥მოჸǃის ყოველი დილა. მზისფერი ციტრუსის ბაღი ქობულ᳥თში თითქმის ყველა ოჯახს აქვს.

6. შ᳥მოჸǃის ფ᳥რ᳥ბი ერǃნულ პარკებში

ყველას ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა მხოლოდ ბუნებასთან ურთიერთობა გჭირდება, აქტიური გართობისა და ხმაურის გარეშე. ხანდახან გინდა შ᳥მოჸǃის ფერადი ფოთლებით მოფენილ ტყეში წამოწვე და დიდხანს, ჩუმად უყურო ფოთოლცვენას, მერე ეს ფოთლები სიარულისას ფეხებით აშრიალო, საღამოს კოცონს მიეფიცხო და კარავში გაათენო ღამე ველურ ბუნებაში განთიადის სანახავად. საით გავწიოთ, თუ ასეთი განწყობა დაისადგურებს ჩვენში? რა თქმა უნდა, მტირალას ერǃნულ პარკში ან კინტრიშის ნაკრძალში, სადაც მცენარეთა ენდემური სახეობები ხარობს, ფოთლოვანი ტყე ნაკრძალებში შემოდგომაზე ათასფრად ჭრელდება და თუ გულწრფელები ვიქნებით, უნდა ვთქვათ, რომ შ᳥მოჸǃის რამდენიმე დღის გატარება ხელუხლებელ ბუნებაში ყველაზე სასიამოვნო რამ არის, რაც კი წელიწადის ამ დროს შეიძლება აკეთო. აქვე, ბათუმიდან 40 წუთის სავალზეა მაჭახელას ერǃნული პარკიც, სადაც სხვადასხვა პერიოდის ქვითკირის თაღოვან ხიდებს, ციხეებს, საწნახელებს ნახავთ. წიფლნარისა და წაბლნარის კორომებში გაისეირნებთ, შემდეგ კი მთავარანგელოზის მთიდან ბათუმის, მაჭახელას ხეობის, მდინარე ჭოროხისა და ზღვის შესართავის ხედებით დატკბებით. ასეთი დღეების მოსაწყობად მინიმალური თანხა, ზურგჩანთა და კარავიც საკმარისია.

7. ხაბ᳥ლაშვილების ხიჸ

ქალაქიდან გასვლა თუ გსურთ, შეგიძლიათ სოფელ ჭვანასა და ხაბელაშვილებს ესტუმროთ შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც გარდა ულამაზესი ბუნებისა, დაგხვდებათ 300 წლის წინ აგებული 25-მეტრიანი ხის ხიჸ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეს ნაგებობა ,,ხაბ᳥ლაშვილების ხიჸთაა" ცნობილი.

როგორც სოფელ ხაბელაშვილებში ამბობენ, ხიჸ სამი საუკუნის წინ ოსტატ ბერიძეს აუგია ჭვანის ხეობის სოფლების – ბრილის, მოხევისა და ბარათაულის დასაკავშირებლად.

ხიჸ ბზის მასალითაა აგებული, გამოყენებულია წაბლის მასალაც, მისი ბალავარი კი ქვითკირით არის ნაგები.

8. ჯიპტური ჩირუხიჸნ გოჸრძიმჸ

მანქანით გადასაადგილებელ საშემოდგომო ტურებს შორის იდეალურია "ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის" მარშრუტი.

გზა ალპურ ზონაში მიემართება, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. გაივლით ტბებს, ჩანჩქერებს, ხიხანის ციხესა და იალაღებს. გაეცნობით მთიან აჭარას და სოფლებშიც შეჩერდებით.

ჩირუხის იაილების, ხიხანის უძველესი ციხის ნახვის შემდეგ, მარშრუტის დასასრულს გოდერძის უღელტეხილთან მწვანე ტბასაც ნახავთ, ტბას, რომლის სახელწოდებაც სულაც არ არის გადაჭარბებული და მართლა მუქი მწვანეა.

9. სოფლის ფ᳥სტივალი ,,განდაგანა"

აჭარული შემოდგომა თქვენთვის ისეთივე დაუვიწყარი გახდება, როგორც ზაფხულის დასვენება ზᴢვაზ᳥, ამისთვის საკმარისია ერთხელ მაინც აღმოჩნდეთ ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ,,განდაგანა", რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს აძლევთ უნიკალურ შანსს 2 დღით იმოგზაუროთ მთიან აჭარაში ქალაქიდან გაუსვლელად.

აქ შეგიძლიათ თავად მოამზადოთ და დააგემოვნოთ აჭარის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები, ჩაერთოთ ფოლკლორულ შოუებსა და სპეციალურ გათამაშებებში, დააგემოვნოთ უგემრიელესი აჭარული ჩხავერი, ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტები, ხილი თუ ტკბილეული. შ᳥მოჸǃის ამ ფერადოვან ფესტივალზე ყველა ინტერესისა და ასაკის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო კუთხეს და კულტურულ გასართობს.

ფესტივალზე იმართება სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შენაძენით შეგიძლიათ გაახაროთ მეგობრები და ოჯახის წევრები. ფ᳥სტივალის მთელი პროგრამის მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს აჭარის კულტურა და ტრადიციები, გასტრონომიული მრავალფეროვნება და აჭარული სოფლის ნამდვილი შემოდგომა, რომელიც ფ᳥სტივალის 2 დღეს სოფლებიდან ქალაქში თავად ჩამოდის.

10. თ᳥ვზაობა ზᴢვაზ᳥

ბათუმში ახალდაჭერილი, უგემრიელესი თევზის დაგემოვნება არაერთ ადგილასაა შესაძლებელი, თუნდაც თევზის ბაზრობაზე, სადაც იქვე დაჭერილ, ნებისმიერი სახეობის ახალ თევზს იყიდით და შეაწვევინებთ.

შემოდგომაზე აჭარაში მეთევზეები სტავრიდას, ლიფორს, ბარაბულსა და კეფალს იჭერენ: პორტის სანაპირო, ნურის ტბა, ჭოროხი და აჭარისწყალი - ეს ის ადგილებია, სადაც თევზის მომლოდინე უამრავ მეთევზეს ნახავთ ანკესით ხელში.

არსებობს ტურისტების განსაკუთრებული კატეგორიაც, რომლებსაც აჭარაში იმიტომ მოსწონთ დასვენება, რომ აქ თევზაობის შესაძლებლობა ეძლევათ. სცადეთ თქვენც.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი