9 თებერვალი საერთაშორისო უსაფრთხო ინტერნეტის დღეა BTU ჩართულია უსაფრთხო ინტერნეტის კამპანიაში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

entrepreneur.ge

ინტერნეტი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რომელიც გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს განათლების მისაღებად, ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოსაძიებლად.

შესაძლებლობებთან ერთად ინტერნეტის მოხმარება მრავალ რისკს შეიცავს, რომელთა შესახებ ცოდნა აუცილებელია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.

9 თებერვალს საერთაშორისო უსაფრთხო ინტერნეტის დღეა. BTU ჩართულია უსაფრთხო ინტერნეტის კამპანიაში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

კამპანია იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის - Promoting European Union's Cyber Education (PEU-C-E) ფარგლებში.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი