"აიგრუპმა" ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილი ჯილდო გადასცა მონაკოს პრინცს

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

AI Group

"აიგრუპის" დამფუძნებელმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა ზვიად ციკოლიას მიერ ქვევრის მოტივებზე შექმნილი ჯილდო გადასცა მონაკოს პრინცს.

"ძალიან საამაყოა როდესაც შენი დიზაინით შექმნილ პრიზს ჩუქნიან მონაკოს პრინცს!
გმადლობთ! მადლობა AiGroup-ს და კონკრეტულად დიმიტრი აბდუშელიშვილს. ის არის ამ ისტორიული ამბის სულისჩამდგმელი," - განაცხადა ზვიად ციკოლიამ

აიგრუპი - ქართული ინდუსტრიული ჯგუფია რომელიც თავის თავში აერთიანებს ოთხ მიმართულებას:

• აიქარი - ელექტრომობილების გაზიარების სერვისი

• აიპროდაქშენი - ელექტრომობილების საწარმო

• აიენერჯი - ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარება

• აიფაუერი - მზის პანელებით ელექტროენერგიის გენერაცია

აიგრუპის და მის ქვეშ გაერთიანებული კომპანიების მთავარი ამოცანაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნა, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება და საქართველოს, მოწინავე ევროპული ქვეყნების გვერდით ხილვა.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი