ახალი ინǃაციური პროგრამები AI-სა და კიბერუსაფრთხოებაში - როგორ ამზადებს UG სტუდენტებს მაღალანაზღაურებადი კარიერისთვის

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

თანამედროვე გლობალური ბაზრის მოთხოვნები, სადაც ხ᳥ლოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა ინჟინერია წამყვან როლს ასრულებს, აუცილებელს ხდის საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივ განახლებასა და ტრანსფორმაციას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებაში. უნივერსიტ᳥ტმა წარმატებით გაიარა აკრ᳥ჸტაცია სამ ინǃაციურ, მაღალმǃხოვნად პრǃრამაზ᳥, რითაც რეგიონში კვალიფიციური კადრების დეფიციტის შევსებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს ამ პროგრამებზე სწავლის დაწყება 2026 წლიდან შეეძლებათ.

ეს სამი პრǃრამა, რომელთა სწავლებაც ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება შესაძლებელი, კონცენტრირებულია ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ მიმართულებებზე:

  • კიბ᳥რუსაფრთხdzბის ინȃნ᳥რიის საბაკალავრო პრǃრამა
  • ხ᳥ლოვნური ინტ᳥ლ᳥ქტის საბაკალავრო პრǃრამა
  • კიბ᳥რუსაფრთხdzბის სამაგისტრო პრǃრამა

კიბ᳥რუსაფრთხdzბის ინȃნ᳥რიის საბაკალავრო პრǃრამა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა, რომელიც აერთიანებს კიბერუსაფრთხოებას, პროგრამირებისა და IT სისტემების ადმინისტრირების საფუძვლებს. სწავლის პროცესში, აქცენტი გაკეთდება კრიპტოგრაფიის, შეღწევადობის ტესტირებისა და ღრუბლოვანი უსაფრთხოების დაცვით ინფრასტრუქტურის შექმნა-მართვაზე. კურსდამთავრებულები შეიძენენ უნარებს, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების მოთხოვნების შემუშავებას პროგრამული უზრუნველყოფისთვის, შეღწევადობის ტესტირების ჩატარებას და უსაფრთხოების ზომების განხორციელებას ქსელურ ინფრასტრუქტურაში.

ხ᳥ლოვნური ინტ᳥ლ᳥ქტის კი ფოკუსირებული იქნება ისეთ საკვანძო ტექნოლოგიებზე, როგორიცაა მანქანური სწავლება (Machine Learning), ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP), კომპიუტერული ხედვა და ეთიკური რეგულაციები. სტუდენტები შეძლებენ პროგრამული მოდულების შექმნას Python-ისა და Java-ს გამოყენებით და AI მოდელების ეფექტიანობის შეფასებას.

რაც შეეხება კიბ᳥რუსაფრთხdzბის სამაგისტრო პრǃრამას, ის მიზნად ისახავს უმაღლესი დონის სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც სიღრმისეულად დაეუფლებიან ღრუბლოვანი, ქსელური და აპლიკაციების უსაფრთხოებას, აგრეთვე შეღწევადობის ტესტირებასა და რისკების მენეჯმენტს.

რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს საქართველოს უნივერსიტეტის ახალ პროგრამებს, ეს არის სწავლების ინǃაციური და კომპლექსური მიდგომა. პროგრამები აგებულია საერთაშორისო სტანდარტებისა (როგორიცაა NIST, ISO, IEEE…) და ინდუსტრიული მოთხოვნების მკაცრი დაცვით, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს იმას, რომ სტუდენტის მიერ, UG-ში მიღებული ცოდნა გლობალურ ბაზარზეც ისეთივე აქტუალური იქნება, როგორც - საქართველოში.

რა გამოარჩევს UG-ს ახალ პროგრამებს და რა კარიერული პერსპექტივები ელით კურსდამთავრებულებს? - ამ და სხვა კითხვებზე სასაუბროდ საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და ასოცირებულ პროფესორს, სულხან სულხანიშვილს ესაუბრა:

რა კონკრეტული გამოწვევები და მოთხოვნები დაინახა უნივერსიტ᳥ტმა ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე, რამაც განაპირობა სამივე ინǃაციური პროგრამის დანერგვა ე.წ. ერთ სტრატეგიულ პაკეტში?

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, რომ ფეხი აუწყოს თანამედროვე გამოწვევებს, რაც განპირობებულია მისი მუდმივი გავითარებისა და წინსვლის ორიენტაციით. აღნიშნული მიმართულებები დღეს წამყვანია ტექნოლოგიებში. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია, შევქმნათ ისეთი პროგრამები, სადაც სტუდენტები შეიძენენ თანამედროვე ცოდნას როგორც პრაქტიკულ, ასევე - თეორიულ დონეზე. აღნიშნული სამი პროგრამის შექმნაში ჩართულები იყვნენ დარგის წამყვანი პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებმაც ზუსტად იციან ის გამოწვევები, რომლის წინაშეც შეიძლება ეს მიმართულებები დადგეს; ასევე კარგად იქნა შესწავლილი ბაზარიც, სადაც ნათლად გამოჩნდა და გამოიკვეთა, რომ მოთხოვნა მაღალია, ხოლო კვალიფიციკური კადრის მიწოდება ნაკლებია.

მსოფლიოს განვითარებასთან ერთად ვითარდება და ჩნდება ახალი პროფესიები და გამოწვევები, რომელსაც სასწავლო დაწესებულებამ უნდა დაუჭიროს მხარი და გააძლიეროს კვალიფიციური კადრით, სწორედ ესაა ჩვენი საქმიანობა, გავცეთ ისეთი სახის ცოდნა, რომელიც მისაღები იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური ბაზრისათვის, ხოლო უნივერსიტეტისათვის ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად სტრატეგიული პაკეტის ნაწილია და მე როგორც ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამ დარგში მომუშავე ადამიანი ვფიქრობ, რომ ამ პროგრამების არსებობა ქართულ რეალობაში იქნება ახალი სიტყვა.

გარდა იმისა, რომ ეს არის მოთხოვნადი მიმართულებები, რა არის UG-ის კონკრეტული უპირატესობა ამ პროგრამების სწავლებისას? რა გამოარჩევს თქვენს მიდგომას სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან?

საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამების უპირატესობა არის ის, რომ ჩვენთან ისწავლება ისეთი სახის საგნები, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა რომ სხვა უნივერსიტეტებში არ ისწავლება, აღნიშნული საგნების შედეგები ისეა გააზრებული და ფორმულირებული, რომ სტუდენტს უვითარდება ამ პროფესიაში აუცილებელი უნარები.

ჩვენი მთავარი და უმნიშვნელოვანესი უპირატესობა არის ჩვენი აკადემიური პერსონალი, რომლებიც დღეს შეიძლება ითქვას რომ ვარსკვლავები არიან აღნიშნულ სფეროში, მათი ჩართულობით, კვლევით, ცოდნითა და გამოცდილებით იქმნება არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი და გადაწყვეტილება; მაგალითად, ის რომ დღეს საქართველო არ არის მაღალი რისკის ქვეყანა თუნდაც კიბერდანაშაულებში, ან თუნდაც ის, რომ დღეს ხ᳥ლოვნური ინტ᳥ლ᳥ქტის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და პროდუქტი იქმნება საქართველოსთვის, სწორედ ამ პროგრამებში ჩართული ადამიანების დამსახურებაა.

სილაბუსებში ხაზგასმულია პრაქტიკული სამუშაოების, სიმულაციებისა და ქეისების ანალიზის არსებობა. რა კონკრეტული რესურსები იქნება ხელმისაწვდომი სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის?

აღნიშნულ სფეროში პრაქტიკული სამუშაოები, სიმულაციები და ქეისების ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პროფესიები, რომლებიც მუდმივად უნარების განვითარებას საჭიროებს და დღეს თუ რამე არის დაწერილი წიგნში, ხვალ შეიძლება ის აღარ იყოს ისეთი მნიშვნელობის მატარებელი, რადგანაც წამებში ხდება განვითარება, ჩვენც სწორედ ამიტომ ვირჩევთ პრაქტიკულ ნაწილებს პრაქტიკოსი ლექტორებისაგან. ისინი ცხოვრებისეულ, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გასცემენ ცოდნას, უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ცდილობენ მათი ცოდნა სწორად და სწორ ადგილას იყოს რეალიზებული.

ტექნოლოგიური სფერო უსწრაფესად იცვლება. როგორ გეგმავს უნივერსიტეტი იმის უზრუნველყოფას, რომ სასწავლო გეგმა (სილაბუსები) იყოს მუდმივად განახლებადი და შეესაბამებოდეს უახლეს ინდუსტრიულ ტენდენციებსა და ინსტრუმენტებს?

საქართველოს უნივერსიტეტში ყველა პრǃრამა და რა თქმა უნდა, ეს სამი პრǃრამაც მუდმივად ფასდება და ხდება მისი გადახედვა, არაერთი ადამიანის მიერ, არამედ კონკრეტულ სფეროში მომუშავე ადამიანების ჯგუფის მიერ, რომლებიც რა თქმა უნდა, თავის მხრივ, აფიქსირებენ და ცვლიან თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად სილაბუსებს. აღნიშნულ საბჭოში არიან დამსაქმებლებიც, რომლებიც მუდმივად გვაწვდიან ინფორმაციას, რა უნარების მატარებლები უნდა იყვნენ აღნიშნული სპეციალობის მქონდე ადამიანები. მათი მოთხოვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენს მიერ გამოშვებული კვალიფიციური სტუდენტი - მათი თანამშრომელი უნდა გახდეს.

რა კარიერული პერსპექტივები ელით კურსდამთავრებულებს და რა კონკრეტული მექანიზმებით უზრუნველყოფს საქართველოს უნივერსიტეტი მათ დასაქმებაში ხელშეწყობას?

აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ დღეს ძალიან პოპულარულ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაგალითად, როგორიცაა ხ᳥ლოვნური ინტ᳥ლ᳥ქტის ანალიტიკოსი, ღრუბლოვანი უსაფრთხოების არქიტექტორი, SOC ანალიტიკოსი, ტესტერი, უსაფრთხოების აუდიტი და ა.შ.

ჩვენი პარტნიორები არიან როგორც საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიები, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებადი ორგანიზაციები, რაც თავის მხრივ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ იყვნენ წარმატებულები და დასაქმდნენ პროფესიის შესაბამისად.

ჩვენ მუდმივად გვაქვს მჭირდო კავშირი კომპანიებთან, იმისათვის რომ ყველა შესაძლო სტაჟირება თუ დასაქმება ჩვენი სტუდენტებისთვის იყოს ხელსაყრელი და პროფესიულად განვითარებადი. უნივერსიტეტში, თავის მხრივ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახური უზრუნველყოფს დასაქმების ხელშეწყობას, შესაბამისი პარტნიორების მოძიებას და სტუდენტებთან დაკავშირებას.

უნივერსიტეტი აქტიურად ატარებს დასაქმების ფორუმს, სადაც ერთ სივრცეში ბევრი სხვადასხვა მიმართულების დამსაქმებელია თავმოყრილი. პერიოდულად ტარდება სხვადასხვა შეხვედრები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოიქცნენ გასაუბრებაზე, რა უნდა გააკეთონ და როგორი სახით წარდგნენ დამსაქმებელთან. მე, ჩემის მხრივ, მუდმივად ვცდილობ ჩართული ვიყო მათ სტუდენტურ ცხოვრებაში და ხშირად მივაწოდო სხვადასხვა სახის სტაჟირება თუ ღონისძიება, რომელიც მათ სამომავლო დასაქმებაში დაეხმარება.

რა სახის პროფესიული ღონისძიებები, ვორქშოფები ან ინდუსტრიული შეხვედრები იმართება უნივერსიტეტის ბაზაზე, რაც სტუდენტებს კარიერული ქსელის გაფართოებაში დაეხმარება?

გარდა იმისა, რომ უშუალოდ ლექციები არის პრაქტიკული, ჩვენ მუდმივად ვატარებთ სხვადასხვა სახის საჯარო ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკულ ვორქოშფებსა თუ კონფერენციებს, რომლებიც სტუდენტებს ეხმარებათ მეტი ცოდნის მიღებაში; მსგავსი სახის ღონისძიებებზე მათ ასევე აქვთ საშუალება გააფართოვონ თავიანთი სანაცნობო ქსელი და სფეროში შ᳥სვლამდე უზრუნველყონ საჭირო კავშირების მოპოვება.

ვის ურჩევდით ამ პროგრამებზე ჩაბარებას? არის თუ არა აუცილებელი რაიმე წინასწარი ცოდნა, თუ პროგრამები განკუთვნილია სრულიად დამწყებთათვისაც

საბაკალავრო პრǃრამა იძლევა საშუალებას, რომ ნულოვანი ცოდნითაც დაიწყო სწავლა, ეს პროგრამები განკუთვნილია ტექნოლოგიებითდაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სურთ რომ გახდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, ხოლო ორიენტირებულია უკვე გარკვეული ცოდნის მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ რომ გაიღრმაონ გამოცდილება.

საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ხ᳥ლოვნური ინტ᳥ლ᳥ქტისა და კიბ᳥რუსაფრთხdzბის მიმართულებით შექმნილი აღნიშნული სამი პრǃრამა ადასტურებს UG-ის სწრაფვას იყოს რეგიონში ტექნოლოგიური განათლების ლიდერი. მომავალი წლიდან სტუდენტები მიიღებენ არამხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს გლობალური სერტიფიკატების მოსაპოვებლად, რაც მათ კარიერულ წინსვლას უპირობოდ უზრუნველყოფს.