ათწლეულები "თ᳥გ᳥ტასთან" ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

"თ᳥გ᳥ტას" 30-წლიანი გზა და ადამიანები, რომლებიც კომპანიის წარმატების ისტორიას ქმნიან - "თანამშრომლების დაჯილდოება 2025" განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნა. 10-, 15-, 20- და 30-წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს საგანგებოდ შერჩეული ჯილდოები საზეიმოდ გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს.

ეკატერინე ქავთარაძე, "თ᳥გ᳥ტა ჰოლდინგის" აღმასრულებელი ǃიცერი: "თ᳥გ᳥ტასათვის" გუნდი მთავარი ღირებულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლის ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ბიზნესი მეტად წარმატებული, განვითარებაზე ორიენტირებული და პროგრესულია. როდესაც ვაფასებთ "თ᳥გ᳥ტას" გზას ერთი პატარა მაღაზიიდან ავტოინდუსტრიის ლიდერობამდე, სწორედ თეგეტელების დამსახურებაა, საამაყოა, რომ "თ᳥გ᳥ტაში"გუნდის ასეულობით წევრი გვყავს 10-15-20 და 30 წლის გამოცდილებით, რომელთა ერთგულებითა და პროფესიონალიზმით შეიქმნა ბრენდი, რომელსაც დღეს მთელ რეგიონში იცნობენ და ენდობიან. განსაკუთრებული მადლობა მათ ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის".

დღეს "თ᳥გ᳥ტა ჰოლდინგში" 3000-მდე თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის 100-ზე მეტს 10-წლიანი გამოცდილება აქვს, 80-მდე თანამშრომელი 15 წელს ითვლის, 13 თეგეტელი უკვე 20 წელია გუნდის წევრია, ხოლო 3 ადამიანი კომპანიას დაარსების დღიდან მოჰყვება. ასეთ ერთგულებას "თ᳥გ᳥ტაში" კონკრეტული მიზეზით ხსნიან - კომპანიამ შეძლო და შექმნა ისეთი გარემო, სადაც პირადი და ორგანიზაციული მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, სადაც ერთად გატარებული წლები საერთო მომავალში ითარგმნება.

რუსუჸნ სანიკიძ᳥, "თ᳥გ᳥ტა ჰოლდინგის" კორǃაციული ს᳥რვისების მთავარი ǃიცერი: "თ᳥გ᳥ტაში" თანამშრომელთა მრავალწლიანი ერთგულება მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის — ეს არის სოციალური კაპიტალის დაგროვების ფორმა. როდესაც ადამიანი კომპანიაში ათწლეულებს ატარებს, ეს მეტყველებს არა მხოლოდ მის პროფესიულ განვითარებაზე, არამედ იმაზე, რომ ორგანიზაცია იქცევა საკუთარი თანამშრომლებისთვის სტაბილურობის, ღირსებისა და თვითრეალიზაციის სივრცედ.

დაჯილდოების ეს ღონისძიება არ არის უბრალოდ სამსახურში გატარებული წლების აღნიშვნა — ეს არის გზის, ურთიერთობისა და თანაზიარების აღიარება. იმ გზის, რომელსაც ორგანიზაცია და ადამიანი ერთად გადიან, ერთმანეთისგან სწავლობენ და ერთმანეთს აყალიბებენ".

დაჯილდოების ცერემონიისათვის ახალი ვიზუალური იდენტობა შეიქმნა და თითოეული დეტალი საგანგებოდ გაიწერა. "ვილა მოსავლის" განახლებულ სივრცეში 195 თანამშრომლის პატივსაცემად სახელობითი დროშები გამოიფინა. განსაკუთრებული იყო ღონისძიების მუსიკალური ნაწილიც.

თეგეტელებთან ერთად ჰყვებოდა კომპანიის ისტორიას ის ჯილდოც, რომელიც ცერემონიისთვის ექსკლუზიურად შეიქმნა. კონცეფცია და დიზაინი NS Product-თან თანამშრომლობით შემუშავდა. საბოლოო ფორმა კი ვენეციაში DE Castelli-ს მეტალის ცნობილ საამქროში მიიღო, სადაც იტალიელმა ოსტატებმა დიზაინი ფურცლიდან რეალობად აქციეს.

თეონა კოხოძე, "თ᳥გ᳥ტა ჰოლდინგის" კრეატიული დირექტორი: "ჩვენი თანაგუნდელების შრომა და ერთგულება ის მტკიცე საძირკველია, რასაც "თ᳥გ᳥ტა" ემყარება. გვინდოდა, მადლობის ნიშნად ისეთი ჯილდო შეგვექმნა, რომელიც მათთან ერთად კომპანიის განვლილ გზას მოჰყვებოდა. ნამუშევარში ის მახასიათებლები გავაერთიანეთ, რომლებიც სწორედ ჩვენმა თანამშრომლებმა შექმნეს - განვითარებაზე ორიენტირებული ხასიათი, დინამიკურობა და არქიტექტურული ფორმები, რაც ჰოლდინგის ინფრასტრუქტურას გამოარჩევს. მიგვაჩნია, რომ ყურადღება და ზრუნვა არა მხოლოდ ერთჯერადად გამოხატული მადლიერების ნიშანია, არამედ ერთად გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი".

წარმატების ისტორიები და ნაბიჯები კომპანიამ ერთ წიგნად შეკრა, რომელიც თანამშრომელთა გამოცდილებას, გამოწვევებსა და ემოციებს აღწერს. ეს ერთგვარი კატალოგია, რომელიც "თ᳥გ᳥ტას" მიერ განვლილ სამ ათეულ წელს საკუთარი გუნდის წევრების პერსპექტივიდან ჰყვება.

თათია ხორბალაძე, "თ᳥გ᳥ტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "ყველა მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის უკანაც "თ᳥გ᳥ტას" თანამშრომლები დგანან, სტრატეგიულ კომუნიკაციებში იყრის თავს. გვინდოდა, ამ ამბებისთვის, რომლებიც ექსკლუზიური, გამორჩეული და ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ერთად მოგვეყარა თავი. ვფიქრობთ, ეს პერსონალური ისტორიები კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას ყველაზე ნათლად წარმოაჩენს. გვსურს, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება ჰქონდეს. ამ მიზანს სისტემაში აქცევს ჩვენი CSR სტრატეგია, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ კომპანიის გუნდის წევრების კეთილდღეობასა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას ეთმობა. თანმიმდევრულად მივყვებით არჩეულ გზას და ამ გზაზე მთავარი სტიმული და ენერგია სწორედ "თ᳥გ᳥ტას" გუნდია".

"თ᳥გ᳥ტა" ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. ჰოლდინგი ამაყობს საკუთარი ისტორიით, რომ პატარა მაღაზიიდან რამდენიმე წელიწადში კომპანია რეგიონის ლიდერ ბრენდად ჩამოყალიბდა და, თავის გუნდთან ერთად, დღემდე ხარისხის უმაღლეს სტანდარტს ქმნის.

--

,, უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თ᳥გ᳥ტას" 28 სერვისცენტრი აქვს. "თ᳥გ᳥ტა" ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თ᳥გ᳥ტა" მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თ᳥გ᳥ტა ჰოლდინგი", 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.