"ბილაინის" აპლიკაცია MyBeeline "ანდროიდის" ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა MyBeeline 1 მილიონზე მეტჯერაა ჩამოტვირთული
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
"ბილაინის" (საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრი) მობილური აპლიკაცია MyBeeline ჩამოტვირთვის რაოდენობით "ანდროიდის" ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა. ჩამოტვირთვების რიცხვი სადღეისოდ 1 მილიონს აჭარბებს, ხოლო აპლიკაციის რეიტინგი Google play-ზე 4.7-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მომხმარებლების დიდი უმეტესობა სწორედ ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ სმარტფონს ფლობს. MyBeeline ასევე პოპულარულია iOS საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონის მფლობელებს შორის - აპლიკაციის რეიტინგი App Store-ზე 4.8-ს შეადგენს.
MyBeeline აპლიკაცია წარმოადგენს ბილაინის ოფისს მომხმარებლის ტელეფონში და აბონენტს შესაძლებლობას აძლევს მარტივად შეასრულოს ოპერაციები ნებისმიერ დროს და აწარმოოს საკუთარი ხარჯების დეტალური კონტროლი. MyBeeline-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი, მომსახურებების სტატუსი და ხარჯები; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეინახოს საბანკო ბარათის მონაცემები და აწარმოოს ავტომატური გადახდები.
MyBeeline აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ: