ბილაინს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისო ჯგუფ "ვიǃი"-ს წევრმა, ბილაინმა ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ განაცხადა. კომპანიას დღეიდან ლაშა ტაბიძე უხელმძღვანელებს. ლაშა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესის აღმასრულებელია, მათ შორის ბოლო 10 წელი მან ტელეკომუნიკაციების სექტორში გაატარა. გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე, ლაშას ბილაინში ეკავა ბიზნესოპერაციების დირექტორისა და კომერციული დირექტორის პოზიციები. ანჯეი მალინოვსკი, რომელიც ბილაინს თითქმის 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვიǃი ჯგუფში შემავალი კომპანიის, ბილაინი უზბ᳥კ᳥თის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

ლაშას მოღვაწეობა ბილაინში 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კომპანიას კომერციული დირექტორის რანგში შეუერთდა, ხოლო 2018 წელს ბიზნესოპერაციების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა. ბილაინში გადმოსვლამდე, ლაშა მუშაობდა "სს სარაჯიშვილში" კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ხოლო მანამდე წამყვან პოსტებზე, მათ შორის ბიზნესის განვითარების დირექტორის რანგში, არაერთ კომპანიაში.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი