ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია ''ქალები მომავლისთვისა'' და ''ეივონ კოსმეტიკს საქართველოს'' შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

entrepreneur.ge

2021 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვისა" და "ეივონ კოსმეტიკს საქართველოს" შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვის" დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ და Avon-ის დირექტორმა ანა ცხადაძემ.

თანამშრომლობის მიზანია ოქტომბერში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით ერთობლივი საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვის" კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით, რაც 50 000$-ის ოდენობით განისაზღვრება, იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.

კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისები ხელმწისაწვდომი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

ეს რეგიონებია: მ᳥სტია, ბორჯǃი, ამბრǃაური, ǃი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულ᳥თი, ჭიათურა, ზესტაფǃი და თ᳥ლავი. მომსახურების განრიგი რეგიონების მიხედვით და კლინიკების ჩამონათვალი კი ასეთია:

N

ქალაქი

თარიღი

ლოკაცია

სამუშაო გრაფიკი

1

მ᳥სტია

8-10 ოქტომბერი

შპს "მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება"-დაბა მ᳥სტია, ქუჩა გაბლიანი

09:30-19:30

2

ბორჯǃი

11-12 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს ბორჯǃის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-ქ. ბორჯǃი, სააკაძის ქ. 3

09:30-19:30

3

ამბრǃაური

13-14 ოქტომბერი

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" -ქ. ამბრǃაური, ბრატისლავა-რაჭის ქ. N11

12:00-19:30/09:30-20:00

4

ǃი

15-16 ოქტომბერი

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" -ქ. ǃი, ვახტანგ მე-6 ქ. 10

09:30-20:00

5

გარდაბანი

18-19 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს გარდაბანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-ქ, გარდაბანი, ლესელიძის ქ. 1

09:30-19:30

6

ǃურგუთი

20-21 ოქტომბერი

შპს მედალფა-ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. 3

12:00-19:30/09:30-20:00

7

ქობულ᳥თი

22-23 ოქტომბერი

ბომონდი ქობულ᳥თის ცენტრალური საავადმყოფო-ქობულ᳥თი, 26 მაისის ქ. N2

09:30-19:30

8

ჭიათურა

25-26 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-ქ. ჭიათურა, ჭანტურიას ქ. 20

09:30-19:30

9

ზესტაფǃი

26-27ǃტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს ზესტაფǃის ამბულატორიული ცენტრი-ქ. ზესტაფǃი, აღმაშენებლის ქ. 85

09:30-19:30

10

თ᳥ლავი

30-31 ოქტომბერი

შპს ნოვომედი-ქ. თ᳥ლავი, ჭავჭავაძის გამზ. 51

11:00-19:30/09:00-20:00

მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე - 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეა, რის გამოც ხშირად ოქტომბერს "ვარდისფერ თვედ" მოიხსენიებენ. თითქმის მთელ მსოფლიოში სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვადასხვა ტიპის აქციითა და კამპანიით ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას და მხარდაჭერის გამოხატვას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში.

კომპანია Avon-ი 70-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად ერთვება "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიაში, რათა თავისი პოზიტიური გავლენა იქǃიოს ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. უკვე ათეული წლებია კომპანიას აქვს საქველმოქმედო, "ვარდისფერი ლენტის" ფონდი, რომელში აკუმულირებული თანხებიც სრულად ხმარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის დაფინანსებასა და ქალების მხარდაჭერას.

საქართველოშიც, სამწუხაროდ, ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. თანაც ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და რისკ ჯგუფს მხოლოდ 40+ ასაკის ქალები უკვე აღარ წარმოადგენენ. ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვისა" და "ეივონ კოსმეტიკს საქართველოს" მიზანი კი ამ კამპანიით სწორედ ის არის, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი გახადოს ხელმისაწვდომი უფრო ბევრი ქალისთვის ქვეყნის მასშტაბით, რადგან დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა მართვადია და შესაძლებელია პოზიტიური შედეგის მიღწევა. ხოლო პრევენციის მიზნით ხშირი კონტროლი და სკრინინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი