BTU-სა და მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ორი ეტაპის შემდგომ გამოვლინდნენ.

გამარჯვებული აბიტურიენტები ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის #199 მოსწავლეები არიან:

  • I ადგილი: დემეტრე საზონოვი, პედაგოგი - ნუგზარ პაპაშვილი
  • II ადგილი: საბა ფირცხალაიშვილი, პედაგოგი - ნოდარ გიკაშვილი
  • III ადგილი: ნიკა ვარდოშვილი, პედაგოგი - ნანა ჯაფარიძე

გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ:

  • პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს
  • მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს
  • მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს

მათემატიკის ოლიმპიადა არის ყოველწლიური პროექტი და მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომლის ფარგლებშიც ჯილდოვდებიან არამხოლოდ აბიტურიენტები, არამედ - მათი პედაგოგებიც, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს მათემატიკისადმი მძლავ ინტერესს და აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, განავითარონ მათემატიკური უნარ-ჩვევები.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი