ChatGPT-ის ტოპმენეჯერის თქმით, ყველას, OpenAI-ს ჩათვლით, სურს შეიძინოს Google-ის Chrome ბრაუზერი

By Erin Davis

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

გლობალური საძიებო ბრაუზერების ბაზრის , Google Chrome-ი დომინანტური საძიებო სისტემების ლიდერია მთელ მსოფლიოში (Safari არის მე-2 ადგილზე თითქმის 18%-ით, Microsoft Edge - 5,2%-ით, ხოლო Firefox-ს აქვს 2,54%).

ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ სამშაბათს მოსამართლის კითხვაზე, შეეცდება თუ არა OpenAI Google-ის ბრაუზერის შეძენას, თუ მშობელი კომპანია Alphabet-ი იძულებული გახდება გაყიდოს კომპანია, ChatGPT-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა, უპასუხა, რომ ცალსახად "დიახ" - და რომ ისინი არ იქნებიან ერთადერთი დაინტერესებული კომპანია ამ კუთხით.

"დიახ, ჩვენ ეს გვინდა, ისევე როგორც ბევრ სხვა მხარეს",- , თქვა ტურლიმ სამშაბათს სასამართლოში და დაამატა, რომ ChatGPT და Chrome-ი ერთად მისცემენ მის კომპანიას შანსს, შესთავაზონ მომხმარებელს "წარმოუდგენელი გამოცდილება", რომელიც "პირველ რიგში, ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული".

䱷-ის , OpenAI აცხადებს, რომ მას ყოველკვირეულად 400 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

2024 წლის აგვისტოში, 10-კვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ფედერალურმა მოსამართლემ , რომ Google-მა უკანონოდ მოახდინა მონოპოლიზება ონლაინსაძიებო და საძიებო სარეკლამო ბაზრებზე. მოსამართლემ 286-გვერდიან მოსაზრებაში , რომ "Google-ი არის მონოპოლისტი და ის მოქმედებდა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა მონოპოლია" ექსკლუზიური შეთანხმებებით.

ამჟამად Google-ი დაბრუნდა სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკურ გიგანტს Chrome ბრაუზერი მონოპოლიის გამოსასწორებლად. მოსამართლე აგვისტოსთვის გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს Alphabet-მა - მაგალითად, ეს შეიძლება იყოს Chrome-ის გაყიდვა ან მისი ძიების მონაცემების კონკურენტებისთვის ლიცენზირება.

Googleგადაწყვეტილებების ნაწილს.

Bloomberg-ი აᴢნიშნავს, რომ ბოლოს სასამართლომ 1980-იან წლებში გასცა ბრძანება მსხვილი ამერიკული კომპანიის AT&T-ის დაშლის შესახებ.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Erin Davis

鶹 Staff

Trending News Writer