Coridoor: ახალი სივრცე ბათუმში ინტერიერისა და პრემიუმ კარების მოყვარულებისთვის
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
პრემიუმ კარების, სივრცის ტიხრებისა და ინტერიერის გადაწყვეტილებების კონცეპტ შოურუმი - Coridoor - გაიხსნა.
ახალი სივრცე აერთიანებს თანამედროვე და კლასიკურ კარებს, ფარულ კარებს, ინტერიერის ტიხრებს, ბამბუკისა და MDF-ის პანელებს, დიზაინერულ ავეჯს, განათების სისტემებსა და შპალერებს. კონცეფციის მთავარი მიზანია მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ყველაფერი, რაც საცხოვრებელი თუ კომერციული ინტერიერის სრულყოფილად მოსაწყობად არის საჭირო.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Coridoor ტრადიციული კარის მაღაზიის ფორმატს სცილდება და კარს მხოლოდ ფუნქციურ ელემენტად არ განიხილავს. ბრენდის ხედვით, კარი ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული დეტალია, რომელიც სივრცის ხასიათსა და ესთეტიკას განსაზღვრავს.
შოურუმში წარმოდგენილია სხვადასხვა სტილისა და დიზაინის პროდუქცია, რაც არქიტექტორებს, ინტერიერის დიზაინერებსა და კერძო დამკვეთებს საშუალებას აძლევს, საკუთარი პროექტისთვის შესაფერისი გადაწყვეტილებები რეალურ გარემოში შეაფასონ და შეარჩიონ.
Coridoor განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ტენდენციებს, მინიმალისტურ ესთეტიკას, მასალის ხარისხსა და დეტალებს. სწორედ ამიტომ, კარებთან ერთად სივრცეში წარმოდგენილია კედლის პანელების, მოლდინგების, სახელურების, ავეჯის, ინტერიერის ტიხრებისა და დიზაინერული შპალერების კოლექციებიც.
"ჩვენი მიზანია, შევქმნათ გამოცდილება, რომელშიც პროდუქტის შერჩევა უფრო კომფორტული და შთამაგონებელი ხდება", - აცხადებენ Coridoor-ში.
Coridoor-ის კონცეპტ შოურუმი ბათუმში უკვე მასპინძლობს სტუმრებს.
Coridoor-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ან ოფიციალურ Instagram გვერდს