დანართი #2 - კიდევ ვის შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება?
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა იმ 67 მეწარმე სუბიექტის ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.
დღეს ვრცელდება , რაც აზუსტებს იმ კომპანიებს ვისაც შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება.
დანართი №2
დანართი №3
ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში
1. სამაცივრე მეურნეობები;
2. საბაჟო საწყობები;
3. ცხოველთა სასაკლაოები;
4. სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
5. სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები;
6. სასათბურე მეურნეობები;
7. საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.