დღეს მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
დღეს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია გამართა განახლებული მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის პირობების და ეტაპების შესახებ, რომელზეც ბიზნესიდეების მიღება 5 ოქტომბრიდან დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც მეწარმეების ხელშეწყობის გაძლიერებისთვის განხორციელდა და ასევე, მექანიზმების შესახებ, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პოტენციური და არსებული მეწარმე შეძლებს საგრანტო პროგრამით სარგებლობას.





