დილის კონცეპტი დაიწყეთ დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრითა და განსაკუთრებული შეთავაზებით
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
აქ, ახლა თიბისი კონცეპტს საინტერესო სიახლე აქვს. თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის - "დილის კონცეპტის" ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალება გაქვთ თქვენი დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრითა და განსაკუთრებული შეთავაზებით დაიწყოთ.
ვინაიდან ახალმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახადა, თიბისი კონცპეტის გუნდმა გადაწყვიტა, დილის განსხვავებული კონცეფცია შეექმნა. ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილა, მთელ დღეს განსაზღვრავს. ახალი წამოწყება დაგეხმარებათ საინტერესოდ დაიწყოთ დღე, აღმოაჩინოთ ახალი ინტერესის სფერო თუ ადამიანები. შეხვედრების თემები და სპიკერები თითოეული თქვენგანის საჭიროებიდან და ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა.
დილის კონცეპტის შეხვედრებს შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე დაესწროთ -
პირველი 4 სესიის თემები და განრიგი ასეთია:
- 9 ჸკ᳥მბერი - 9:30-10:30
ქეთი ბაქრაძე, შეფ-მზარეული - როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად?
- 11 ჸკ᳥მბერი - 9:30-10:30
თამუნა ჩიჩუა, PCC პროფესიონალი ქოუჩი - სწორი მიზნის დასახვა და მიღწევის გზები
- 12 ჸკ᳥მბერი - 10:30-11:30
ეკა ბაბუნაშვილი ქოუჩი PCC ICF, ბიზნეს ტრენერი - სახლი, რომელშიც ვცხოვრობ - დილის რიტუალები წარმატებისთვის
- 15 ჸკ᳥მბერი - 9:30-10:30
თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგი - დასაქმებული მშობლები და ბავშვების საჭიროებები ახალ რეალობაში